• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში იყო დღევანდელი ოპოზიციის უმრავლესობა და სოსო გოგაშვილი ამასაც იტყვის“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
19:00 08-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,333

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ყაველაშვილი-ხუნდაძის დაჯგუფებამ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთა ამერიკის ხელისუფლებისა და ელჩის წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთი წერილიც გამოაქვეყნეს. ჩემთვის ერთი საყურადღებო  მომენტი იყო ამ სრულ აბდაუბდაში. თურმე, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელია და ამერიკა იმიტომ ითხოვს საქართველოში სასამართლო რეფორმას, რომ ამერიკას ქართული სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება უნდა. რაში სჭირდება ამერიკას ჩვენი სასამართლო და რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე?

– ყველაფერს ხომ აქვს რაღაც ზღვარი და ეს ადამიანები გასცდნენ  ამ ზღვარს, რეალობის შეგრძნებას. არ შეიძლება ამ მდაბიო ხალხით ელაპარაკო სტრატეგიულ პარტნიორს, ყაველაშვილისა და ამ დაჯგუფების დონეზე არ უნდა დაიყვანო ეს საკითხი, მათი სალაპარაკო არ უნდა გახადო ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა. ეს ყველაზე დიდი შურაცხყოფაა, რაც შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორს მიაყენო. პრემიერ-მინისტრი მაინც გამოდიოდეს და ლაპარაკობდეს. მარიონეტის მარიონეტები რომ ლაპარაკობენ, ეს უკვე მართლა მარაზმია.თავად ხელისუფლებაც მარიონეტი და არალეგიტიმურია. ეს ის ხელისუფლება არ არის, სულმოუთქმელად რომ ელოდებოდა, როდის აღიარებდა არჩევნების  ლეგიტიმურობას ევროპა და ამერიკა? აღიარეს კიდევ და ახლა, თავისი რომ გაინაღდეს, იქით უტევენ ხან ევროკავშირს და ხან ამერიკას. ცდილობენ, რომ საქართველოში ამერიკის გავლენა შეასუსტონ. თავი არ აქვთ, ღიად, პირდაპირ დაუპირისპირდენენ და ამ მასხარაობით არიან დაკავებულები. ვფიქრობ, საკადრისი პასუხია გასაცემი შეეერთებული შტატების მიერ. უკვე საკმარისია ამათთან საუბრისას დიპლომატიური ენა. ამათ უზნეობაზე, უზრდელობასა და უსაფუძვლო ბრალდებებზე, ამერიკამ პირდაპირი პასუხი უნდა გასცეს, რომ შეერთებული შტატები ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს „ქართულ ოცნებასთან“, დახმარებების გამოყოფას და სხვა ყველაფერს. ამ დახმარებებს, ფულს თუ სხვა რამეს, ისევ ამერიკის, საქართველოში ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ თუ გამოიყენებენ, ან სახლებში წაიღებენ, ხალხს იქიდან არაფერი ერგება. თან ამ ფულის ნაწილი სესხია და ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადასახდელია. არა მგონია, ეს ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა მოუწონონ ამერიკის ხელისუფლებას. სახელმწიფო, რომელიც იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს ებრძვის, რომელთაც ათწლეულები ნერგავდა მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ის ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება. დღეს ქართულ სახელმწიფოს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

– ოპოზიცია შემოდგომით გააქტიურებას აპირებს, უკვე აანონსებენ, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადავა და ბევრი პარლამენტში მუშაობას აღარ აპირებს, ზოგი კი პარლამენტის დატოვებასაც გეგმავს. რა გამოვა აქედან?

– მე ერთ რაიმეს ვიტყვი. იმ პარლამენტში შესვლა იყო შეცდომა. ამას გამარჯვებად ასაღებდნენ და ხომ გამოჩნდა , რომ ეს შეცდომა იყო?!  ბევრი მათგანი პოლიტიკაში ვერ ერკვევა. კი, ბოლოს ბევრი მიხვდა ამ შეცდომას – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. უნდა გამოფხიზლდნენ, დატოვონ პარლამენტი და ყველაფერს თავისი სახელი  უნდა დაერქვას. ვისაც უნდა, დაიტოვოს ის მანდატები, დარჩეს იქ და გააგრძელოს ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ და იმ მითიური წარმატებული  სახელწიფოს მშენებლობა. ასეთი ოპოზიციის პირობებში, პირდაპირ ვიტყვი, თუ რადიკალურად არ მოხდა ყველაფერის გადაფასება, არაფერი შეიცვლება არც შემოდგომით. ოპოზიციას უნდა ჩამოსცილდეს ეს გაყიდული, ფულის გამო გაპოლიტიკოსებული ადამიანები. მერე, ვინ რას სთმობს, ვინ რას მოინანიებს, ეს უნდა იყო მკაფიოდ ნათქვამი. ხალხის მოტყუება და „გადაგდება“ რომ მოინდომეს, უნდა მოინანიონ და ბოდიში მოუხადონ ხალხს, რომ შევიდნენ პარლამენტში. არჩევნები გაყალბდაო, ხალხს ეუბნებოდნენ, მერე ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს ამ გაყალბების გასაპროტესტებლად. თვეები ატარეს ქუჩაში, ბოლოს დურთეს თავი და შევიდნენ გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ხალხი კი სახლებში გაუშვეს. ეს იყო უნამუსობა! ნორმალურ ქვეყნებში ამით მათი პოლიტიკური კარიერა დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენთან დაბალი პოლიტიკური კულტურაა,სამოქალაქო საზოგადოებაც სუსტია და ეს ვირეშმაკობა შერჩათ. თქვან პირდაპირ და ღიად,  რატომ მოიქცნენ ასე, რა დანაშაული ჩაიდინეს, რატომ შეაყარეს ხალხს თვალში ნაცარი,  რატომ შევიდნენ პარლამენტში და რატომ „გაუპრავეს“ „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნები. „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში იყო დღევანდელი ოპოზიციის უმრავლესობა და დრო მოვა, გავიგებთ, ვინ რა სარგებელი მიიღო აქედან. მგონია, რომ სოსო გოგაშვილი ამასაც იტყვის, დეტალურად მოჰყვება ყველაფერს, რადგან თავად იყო ერთ-ერთი შემსრულებელი ამ პროცესისა, აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში.

– ემიგრანტების ელექტრონული მეთოდებით არჩევნებში მონაწილეობის საკითხი თქვენ წამოსწიეთ და ახლა სხვებიც შემოგიერთდნენ. ახალი ხომ არაფერია ამ მხრივ?

– ახალი ის არის, რომ ახლა ვამზადებთ ტექნიკურ საშუალებებს, რომ ხელმოწერების შეგროვების საშუალება მიეცეთ ემიგრანტებს, რომ მათ ნება დართონ არჩევნებში მონაწილეობისა. ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია და ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მერე დაიწყებენ პეტიციაზე  ემიგრანტები ხელმოწერებს. რაც მეტი ხელმომწერი იქნება, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას უარის თქმა, რომ ელექტრონულად ემიგრანტებს მისცეს  არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს  საკითხია ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ამაზე დიდი გამოწვევა, დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია. ვინც ფიქრობს, რომ ემიგრანტების გარეშე, მათი ჩართულობის გარეშე რაიმეს შესცვლის, ის „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკას ემსახურება, რომელსაც დღეს ატარებს – ქვეყნის გახლეჩვისა და ძარცვის პოლიტიკას. ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელის შემოუერთდება ემიგრანტებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის საკითხს, გნებავთ, ამ ერთგვარ მოძრაობას, ვინც ამისთვის იბრძოლებს, ქვეყნისთვის დიდ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს. ემიგრანტების, მათი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გარეშე, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია.

თეგები: დავით ჭიჭინაძესოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved