ნაძალადევში, ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველები, ექიმები და ეპიდემიოლოგები კონტაქტების კარანტინში გადაყვანას სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ.
მაშინ როცა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისი სამსახურები მის საცხოვრებელ სახლს ესტუმრნენ, იმ მიზნით, რომ ახლობლებისთვის ტესტირება და კარანტინში გადაყვანა უზრუნველეყოთ.
თუმცა, საცხოვრებელ სახლში მყოფი ინფიცირებულის კონტაქტები არც ექიმებს დაემორჩილნენ, არც სამართალდაცველებს და წასვლაზე უარი განაცხადეს.
მთელი ღამის განმავლობაში, უწყებების წარმომადგენლები ცდილობდნენ ინფიცირებულის კონტაქტები დაერწმუნებინათ, რომ მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენდნენ, თუმცა ერთ-ერთი კონტაქტი ქუჩაშიც გამოვიდა და მეზობელ მამაკაცს თავზე ხელი გადაუსვა „შვილო მე არაფერი მჭირსო“.
პრაიმტაიმი
კომენტარები