• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალმა ბავშვი დათვის ვოლიერში ჩააგდო – რა გააკეთა კავკასიურმა მურა დათვმა “ ზუზუმ”..”

ალია ავტორი - ალია
18:50 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ტაშკენტის ზოოპარკში შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა. ზოოპარკის ვიზიტორმა ქალმა პატარა გოგონა, რომელიც თან ახლდა, დათვის ვოლიერში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უზბეკური მედია წერს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

“28 იანვარს, დღის 12 საათზე ახალგაზრდა ქალმა უცნობი მოტივით, პატარა გოგონა დათვის  ვოლიერში ჩააგდო. წარმოდგენაც კი საშიშია, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი დათვი, რომ ბავშვს როგორც მტაცებელი ნადავლს ისე მოქცეოდა,” – აცხადებენ ზოოპარკის პრესსამსახურში.

“კავკასიური მურა დათვი ზუზუ, რომელიც თავის ვოლიერში იწვა თვალს ადევნებდა ქალის ქმედებებს, რომელმაც ბავშვი ლითონის ღობის ზემოდან გადააგდო.  ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების მცდელობის მიუხედავად ქალის შეჩერება ვერ მოხერხდა.

დათვი ნელნელა დაიძრა მის ვოლიერში აღმოჩენილი ბავშვისკენ, გოგონას მიუახლოვდა, დასუნა და მოშორდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და დათვი შიდა ოთახში შეიტყუეს, სადაც ის უპრობლემოდ შევიდა,”- ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვი ვოლიერიდან გამოყვანის შემდეგ ექიმმა გასინჯა. მას დაზიანებები 5 მეტრის სიმაღლიდან ჩაგდების გამო ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი მსუბუქი შოკის მდგომარეობაში იმყოფება, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევის მიზეზებს იძიებენ, ბავშვი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ტაშკენტის ზოოპარკი თავის თავზე იღებს გოგონას სამედიცინო მომსახურების მიწოდების ყველა ხარჯს.

ქალის წინააღმდეგ, რომელმაც გოგონა დათვის ვოლიერში ჩააგდო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით -“უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში”. ეს მუხლი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი კი 25 წლიანი თავისუფლების აღკვეთაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved