ტვ პირველის ცნობით, ქეთი ქორიძე, რომელიც ახალი მოძრაობა “ეროვნული თაობის” ბრიფინგზე MMA-ს მებრძოლ გიორგი ქართველიშვილთან ერთად გამოჩნდა, პროკურატურაში მუშაობდა.
ცნობილია, რომ ქეთი ქორიძის მამა, ზაზა ქორიძე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროკურორია.
ქეთი ქორიძე ბრიფინგზე, სადაც ახალი მოძრაობის დაფუძნება დაანონსდა იმყოფებოდა, თუმცა, “ეროვნული თაობის” რეგისტრაციისას იუსტიციის სამინისტროში არ გამოჩენილა, შესაბამისად ის დამფუძნებელთა შორის არ არის.
ამასთან, “ეროვნული თაობის” ერთ-ერთი წევრი თბილისის მერიის თანამშრომელი, ლევან ყურაშვილია, კიდევ ერთი პირი 22 წლის ნია მჭედლიშვილი.
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაცია “ეროვნული თაობის” დასაფუძნებლად თანამოაზრეებთან ერთად რეესტრს განცხადებით გუშინ, 28 ივლისს მიმართა.
ცნობისთვის, 27 ივლისს MMA-ს მებრძოლმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც ბრიფინგზე არ დაუსახელებიათ დააანონსა, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.











კომენტარები