• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქალბატონო კელი დეგნან, მგონი დროა, ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვათ” – ზურაბ ქადაგიძე

ალია ავტორი - ალია
14:42 05-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს – იმედია აშშ-ის პოზიცია იქნება კონკრეტული, მიზანმიმართული და ყველანაირ სპეკულაციას გააქარწყლებს.

„რა ვადამდელი არჩევნები და სამხედრო ბაზა?… მოკლედ, ეს 2%-იანი პარტიები წავლენ აშშ-ში და მერე ათას სისულელეს ამბობენ; ვისაუბრეთ ვადამდელ არჩევნებზე, სამხედრო ბაზის განთავსებაზე და უამრავ საკითხებზეო, რომელი საკითხების გადაწყვეტაშიც ამერიკა დაგვეხმარებაო.(შინაარსი ეს აქვთ ყველას). მერე ქალბატონი ლომჯარია გამოდის და სააკაშვილის, როგორც განსაკუთრებული პატიმრის მომავალზე გვესაუბრება, თან აშშ-ის პოზიციებს იშველიებს ამ თემაზე სასპეკულაციოდ… ქალბატონო კელი დეგნან, მგონი დროა, ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვათ და საზოგადოების უმრავლესობას კონკრეტულად გასცეთ პასუხები, თუ რა განწყობებზე, გადაწყვეტილებებზე და ხელისშეწყობაზე საუბრობენ ეს ადამიანები? – რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნების თემის წამოწევა მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო აქტორმა აღიარა ლეგიტიმურობა? – როგორ შეიძლება პატიმარ სააკაშვილის განსაკუთრებულობაზე საუბარი, როდესაც სასამართლო ინსტანციებს კონკრეტული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული? – რა სამხედრო ბაზებზეა საუბარი? და კონკრეტულად უნდა ჩაერთოს, თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, რა პოზიცია აქვს აშშ-ს ამ საკითხთან?

ბევრი კითხვები იბადება, ქალბატონო ელჩო, როდესაც თქვენ სახელმწიფოს იყენებენ ქვეყნის წნეხზე სასაუბროდ, სასამართლოს რეპუტაციის დაზიანებისას, კონკრეტული პატიმრის პრივილეგირების მცდელობისას, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს როლის განსაზღვრისას… ეს კითხვები დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს… იმედია აშშ-ის პოზიცია იქნება კონკრეტული, მიზანმიმართული და ყველანაირ სპეკულაციას გააქარწყლებს.”

თეგები: ზურაბ ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved