• რეკლამა
  • კონტაქტი
12:35, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის კარგი იარაღი მის ხელში“ – შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებაზე

ალია ავტორი - ალია
15:43 02-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,559

შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე აცხადებს:

„რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას შემდეგ სხვები იყენებენ იარაღად. გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით. ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინაც ჰქონდა განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. ამას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი როდესაც აკეთებს, აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ ადამიანურ ღირებულებებზე. ნაცვლად იმისა, რომ მიემართა, მათ შორის მზია ამაღლობელისთვის, ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, მისი მხრიდან ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება.  ეს აღმაშფოთებელია. სააკაშვილის დროსაც ასე იყო. ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ ადამიანს შეეწყვიტა საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის კარგი იარაღი მის ხელში. როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. ამიტომ, კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, მინდა, ახლაც კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, პენიტენციური დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა და, ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი და მისი ჯანმრთელობის. კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, გაანალიზოს, რომ ის ხალხი, რომელიც შეიძლება, მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში, მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა. არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმ უცხოელებს, რომლებისგანაც უხვად იყო განცხადებები, რომლებიც იყო ჩვეულებრივი წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა მეტად დაეზიანებინა“

თეგები: მზია ამაღლობელიშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved