• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვარეთ, ამჯერად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლებში წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება იქნება – მამუკა წოწერია

ალია ავტორი - ალია
23:23 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოქალაქეებსთვის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის და თითოეული სოფლისთვის უკვე შემუშავებული სამოქმედო გეგმის გაცნობას ახდენს. პრიორიტეტები მამუკა წოწერიამ ამჯერად სოფელ ინგირის და ოირემეს მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით გააცნო. მთავარი პრობლემა სოფელში წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, მამუკა წოწერიას განცხადებით 300 ოჯახისთვის წყლის პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, სოფლების მთლიანი დაქსელვა კი უკვე გეგმაშია და მას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. მერობის კანდიდატის განცხადებით ქალაქში წყლის პრობლემა გადაჭრილია და ამჯერად მთავარი პრიორიტეტი სოფლებში წყალმომარაგების პროექტების განხორციელება იქნება.

„დღეს ინგირისა და ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში,  საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა  მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ქვარაიასთან ერთად. ინდივიდუალურად სხვადასხვა ქუჩებზე გამართულს შეხვედრებზე ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე. აფასებს მოსახლეობა ხელისუფლების ძალისხმევას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების კუთხით.

გამოიკვეთა ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს გახლავთ ინგირის წყალმომარაგების პრობლემა. კარგია, რომ უახლოეს დღეებში 300-მდე ოჯახს გადავუწყვეტთ ამ პრობლემას. ასევე, აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების კომპანიის უახლოეს სამოქმედო გეგმებში ასახულია ინგირის მთლიანი წყალმომარაგების პროექტი, რომლის პროექტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ამ სოფელს ჩვენ ვაძლევთ  გარანტიას, რომ ეს გამოწვევა იქნება დროულად მოგვარებული. ჩვენ ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით შევდივართ, ასე იყო ამჯერადაც ინგირსა და ოირემეში“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მამუკა წოწერია დღესვე სოფელ ინგირში ფერმერებს სტუმრობდა. ახალგაზრდა წყვილმა მამუკა ახალაიამ და მაკა კოდუამ სათბურების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოაწყვეს. ახალგაზრდა წყვილი ყვავილების მაღაზიასაც ფლობს, ასევე მომხმარებელს ყვავილების საბითუმო და შინმიტანის სერვისს სთავაზობს.

„სახელმწიფოს ხელშეწყობით ფერმერებს საშუალება აქვთ მოაწყონ საკუთარი მეურნეობები და  დაასაქმონ ადამიანები. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა სოფელს გააჩნდეს შემოსავლის წყარო, ხოლო ჩვენის მხრიდან ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების განხორციელებისთვის მათთან ერთად დავგეგმეთ სხვადასხვა სახის სამუშაოები” – აღნიშნა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, რომელიც სასათბურე მეურნეობის შემდეგ ფერმერ თენგიზ ლიპარტიას სტუმრობდა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით სრულიად უფასოდ მოცვის პლანტაცია გააშენა.

თეგები: მამუკა წოწერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved