• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინმა ეს იცის და უნდა გამოაქვეყნოს” – ტრამპი პუტინს ბაიდენის შვილზე ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს

ალია ავტორი - ალია
00:36 04-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. ინტერვიუში არხთან „ამერიკის ნამდვილი ხმა“, ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯარავოს პრეზიდენტ ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ბიზნეს კავშირები.

„როგორც იცით, პუტინი ჩვენი ქვეყნის ფანი არაა“, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ გადაურიცხა მოსკვის ყოფილი მერის, აწ გარდაცვლილი იური ლუშკოვის ცოლმა ელენა ბატურინამ ტრამპის თქმით, ჰანთერ ბაიდენთან დაკავშირებულ კომპანიას 3.5 მილიონი დოლარი. „პუტინმა ამაზე პასუხი ალბათ იცის და ვფიქრობ მან ეს უნდა გამოაქვეყნოს“, – დაამატა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნულზე საუბრისას თქვა, რომ ფული ბაიდენის ოჯახს გადაუხადეს. თუმცა, ჰანთერ ბაიდენის ადვოკატი ამბობს, რომ ეს ასე არაა. ფული მიიღო „როსემონტ სენეკა თორტონმა“, რომლის თავდაპირველი დამფუძნებელიც ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენია. ჰანთერ ბაიდენის ადვოკატის თქმით, მას არ აქვს კავშირები, არანაირი ინტერესი თუ შემოსავალი აღნიშნულ კომპანიაში.

„ჰანთერ ბაიდენს არ აქვს ინტერესები და არ იყო „თანადამფუძნებელი“ როსემონტ სენეკა თორტონის, ამიტომ განაცხადი, რომ მას გადაუხადეს 3.5 მილიონი სიცრუეა“, – თქვა ჯორჯ მესირემ 2020 წლის სექტემბერში „პოლიტფაქტთან საუბრისას“.

პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა უკრაინული მხარისგან, რომ კიევს ბაიდენის შვილის “ბურისმასთან” კავშირები შეესწავლა, წარმომადგენლეთა პალატაში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებდნენ, ტრამპის პირველი იმპიჩმენტის საფუძველი გაახდა. სატელეფონო საუბარში 2019 წელს, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “ხელის გამართვას” და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს, და სავარაუდოდ, ის აქვე მიუთითებდა, რომ ეს შესაძლოა დაკავაშირებული ყოფილიყო ამერიკის სამხედრო დახმარების გადაცემასთან.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ, რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ საქმეები უკავშირდება უკრაინაში მოქმედი ენერგო კომპანია „ბურისმას“ საბჭოში ყოფნას, როცა პრეზიდენტ ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ასევე მის მიერ ჩინეთიდან მიღებულ შემოსავლებს.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ბაიდენირუსეთ-უკრაინის ომიტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved