• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის შიგნიდან მოშორების სცენარებთან ყველაზე ახლო მდგომად 1814 წელს ვხედავ” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
04:16 03-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,520

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

 

“პუტინის შიგნიდან მოშორებისა და ომის დასრულების წარმატებულ სცენარებთან ყველაზე ახლო მდგომად 1814 წელს ვხედავ.
ნაპოლეონმა საფრანგეთი აქცია იმპერიად, ჰქონდა წარმატება, მაგრამ 1814 წელს მისი საფრანგეთი სრულიად მარტო დარჩა დანარჩენ მსოფლიოსთან და იბრძოდა უიმედო ომში.
მართალია მისი მოშორება იმპერიისა და საფრანგეთის გავლენების დასასრულს ნიშნავდა, მაგრამ მისი დარჩენა ნიშნავდა ამავე დასასრულს, ოღონდ უფრო მტკივნეული ფორმებით.
ამიტომ, ათწლეულობით მასთან ერთად მყოფი მარშლების ნაწილი გვერდზე გადგა და ნაპოლეონის გაწირვა დაინახეს საფრანგეთის ხსნად.
აქ პუტინთან მთავარი ანალოგია არის “მარშლებში” (პატრუშევი, ბორტნიკოვი, ნარიშკინი და სხვ.). ისინი მხოლოდ მაშინ გადაუდგებიან პუტინს, როდესაც ეს რუსეთის ხსნად გამოჩნდება რუსეთისავე შიგნით, თუნდაც იმპერიის დასასრულის ხარჯზე. აქედან ჯერ შორს ვართ. რუსული ჯარი ჯერ კიდევ შეტევით პოზიციაშია აღმოსავლეთის ფრონტზე და სრულ ეკონომიკურ კოლაფსამდე რეზერვში ხელმისაწვდომი 200 მილიარდი დოლარიც უნდა დაიხარჯოს.
რასაკვირველია, არც პუტინია ნაპოლეონი და ვერც მისი რუსეთი შეედრება ნაპოლეონის საფრანგეთის ძლევამოსილებას.
თუმცა მას აქვს ორი უპირატესობა, რაც ნაპოლეონს არ ჰქონდა:
1. ატომური/ქიმიური/ბიოლოგიური იარაღი;
2. ნაპოლეონის ხელისუფლებას ჰყავდა კონკურენტი, ბურბონების სახით.
ნავალნი ციხეშია, რუსეთში არავინ არის, ვის მხარესაც შესაძლოა “მარშლები” გადავიდნენ.
წლების ტანჯვა იქნება ამის მოშორება, მაგრამ როცა მოშორდება, საჭიროა არა კორუმპირებული ბურბონები, არამედ ახალ რუსეთში ცხოვრების დონის ზრდა, რათა იმპერიის რესტავრაციის და ახალი ვატერლოოს სურვილები არ გაჩნდეს.”
თეგები: ბექა კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved