“პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა გასარკვევად თუ რა მუხლით დააკავეს ზურა ვარდიაშვილი ან სად გადაიყვანეს. ამ ეტაპზე შსს-ს პრესსამსახურში ინფორმაციას აზუსტებენ.
ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სადაც მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ზურა ვარდიაშვილიც.
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ზურა წერდა:
“ამ წუთას პარლამენტის შენობაში ვართ ჩაკეტილები. გადაგვიკეტეს გასასვლელები და გარეთ არ გვიშვებენ.
სავარაუდოდ იმიტომ რომ მოგვიწევს ისეთი კაბინეტის გავლა სადაც ეს მოღალატეები შეიკრიბნენ. დავბოდიალობთ დერეფნებში.”
კომენტარები