• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
18:33 07-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტზე  ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 28 თებერვალს,  თბილისში, შპს „უშბა დისტილერის” საბაჟო ტერმინალიდან მ.ზ.-მ უნაგირა საწევარა  ავტომანქანით ესპანეთში რეექსპორტზე გასაგზავნი შპს „დომაექსპრესის“ კუთვნილი ტვირთი – 298 000 კოლოფი სიგარეტი და 432 ცალი კარი ფოთის მიმართულებით სატვირთო კონტეინერით წაიღო.   აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  მ.ზ.-მ თანამზრახველებთან ერთად წინასწარ შეთანხმებით, საბაჟო ლუქის დაუზიანებლად კონტეინერის საკეტი გახსნეს და ფარულად დაეუფლნენ მასში მოთავსებულ 275 340 კოლოფ სიგარეტს და 275 ცალ კარს. დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებით  შპს „დომაექსპრესს“ 224 687, 85 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.  

სამართალდამცველებმა  მ.ზ.  22 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ((ქურდობა, ჩადენილი  საცავში უკანონო  შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)  წარედგინა.  

ფოთის საქალაქო სასამართლომ მ.ზ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს განაჩენის აღსრულება შესაბამისმა სამსახურმა დაუყოვნებლივ უზრუნველყო და სასამართლო დარბაზში მყოფი მსჯავრდებული მ.ზ. ადგილზე დააკავეს. 

რაც შეეხება დანაშაულში  სხვა პირების მონაწილეობის ფაქტს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებად და მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved