• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
15:33 10-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დ.ქ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის – გ.ლ.-ს, ი.კ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის იანვრიდან, დ.ქ. საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, საქართველოში დროებით მცხოვრებ ვ.მ.-ს, პირადი შეხვედრებისას და სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაციისას, ქურდული გარჩევის გზით, დაშინებით, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურების მუქარით,  ფულადი თანხის გადახდას სთხოვდა. ასევე, დ.ქ. დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს – გ.ლ.-ს, ი.კ.-ს და რ.მ.-ს, რომლებიც სხვადასხვა უკანონო მეთოდით ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ვ.მ., რათა დ.ქ.-სთვის თანხა გადაეხადა. 

სამართალდამცავებმა დ.ქ., გ.ლ. და ი.კ. 2021 წლის 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა („ქურდული სამყაროს“ წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო გ.ლ.-ს და ი.კ.-ს 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

რაც შეეხება რ.მ.-ს, ვინაიდან, მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved