• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პროკურატურა მიიჩნევს, რომ შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო” – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:16 11-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ალეკო ელისაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,პროკურატურა მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა ძაღლზე, ცუგაზე, ზეწოლა მოვახდინო.

უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფს აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია: ვერ ვრეკავ, წერილს ვერ ვაგზავნი, შვილებს ვერ ვხვდები. პროკურატურა ამ შეზღუდვას ყოველ ორ თვეში ერთხელ მიგრძელებს, მოწმეზე ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით. თუმცა, ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს — არის მხოლოდ ძაღლი, ცუგა. (ისიც საკითხავია, ეს ძაღლი რეალურად არსებობს თუ არა).

უფრო გასაგებად: ერთ საქმეზე, რომელზეც უკვე 13 წელი მომისაჯეს, განაჩენი დამდგარია, შესაბამისად შეზღუდვების გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს. მეორე, აბსურდულ საქმეზე კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო პროცესები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. თუმცა, სწორედ ამ საქმეს იყენებენ ჩემთვის კომუნიკაციის აკრძალვის გასაგრძელებლად. სასამართლოები ამ საქმეზე არ ტარდება, თუმცა შეზღუდვები გრძელდება, რომ მოწმეზე ზეწოლა არ მოვახდინო. ვიმეორებ, მოწმე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლია, რომლის არსებობაც კიდე საკითხავია.

ამავე დროს, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ბრალდებული პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოდის, მე შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომელთაც ათობით შესაძლო მოწმესა და მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia , საინტერესოა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, როდესაც აგრძელებთ ჩემი უფლებების შეზღუდვას იმ მოტივით, რომ შვილებთან შეხვედრით, თანაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო, მაშინ როცა თავისუფლებაში ტოვებთ ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთაც უმარტივესად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში მოწმეებზე ზემოქმედებაც და მტკიცებულებების განადგურებაც. იქნებ, განმიმარტოთ ეს ორმაგი სტანდარტი.“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
ახალი ამბები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

13:55 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved