• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურა: 2018-2021 წლებში მიღებული 106 აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, გამოძიება – 91 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის – 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო

ალია ავტორი - ალია
17:25 06-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საქართველოს პროკურატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში 2018-2021 წლების განმავლობაში 106 აუდიტის ანგარიში მიიღეს, რის საფუძველზეც  გამოძიება – 91 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში – 1 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში – 17 სისხლის სამართლის საქმეზე.

ხსენებული საქმეების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო, კერძოდ, ისეთი რანგის მოხელეების მიმართ, როგორიც არის – ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ა.შ.

როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიღებულ ანგარიშებზე ეფექტიანი გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება, პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც პროკურატურა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავი დაეთმოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების, ასევე მიღწეული შედეგების მიმოხილვას და მოხდეს მისი პროაქტიულად საჯაროდ გამოქვეყნება” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved