• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:24 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა პრეზიდენტთან ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. სამადაშვილის თქმით, ასეთ მზადყოფნას ის ადამიანებიც აცხადეენ, რომლებიც გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე არ იმყოფებოდნენ.

„ალბათ, ამ ეტაპზე, მოლოდინებზე საუბარი რთულია, რადგან „ქართული ოცნების“ გზავნილები მოვისმინეთ და ეს განცდას არ მიჩენს, რომ მათ ესმით, ქვეყანაში მწვავე კრიზისის შესახებ და რომ აქედან გამოსვლის გზა არის სწორედ მოლაპარაკებები. ჩემთვის იმედის მომცემია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ხაზგასმით თქვა, რომ არანაირი წინაპირობები არ არსებობს, ეს პროცესი უნდა იყოს ღია და წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. ჩემი განწყობა იგივეა. ვნახეთ, რომ მესამე პრეზიდენტი ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურა. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ წინაპირობების გარეშე მზად არის, ამ პროცესში შემოვიდეს, თუ ეს პროცესი საბოლოოდ შედგება. ამ ეტაპზე, ამ მზაობას „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ ვხედავ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლეში მოსული არ იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესს, რომელიც ზურაბიშვილმა დაიწყო. კობახიძის გზავნილები აცდენილია ინ სულისკვეთებას, რომლითაც გუშინ მიღება გაიმართა. თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს, ალბათ, შანსი არის თეორიული, რომ ამ პროცესმა ლოგიკურ და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები, მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო. გუშინ ვინც იყო და არ იყო, მზად არიან, ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved