• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერის სკანდალური აღიარება – ის, რისთვისაც დავით ქაცარავას ხან ლანძღავდნენ და ხანაც სცემდნენ

ალია ავტორი - ალია
20:00 10-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,277

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, აღიარა, რომ მათი გუნდის მმართველობის პერიოდში, რუსეთმა, სწორედ, ამ ე.წ. მშვიდობის პერიოდში, ე.წ. საზღვარი გადმოწია, რასაც, წლებია არაერთი ადამიანი და ყველაზე ხმაურიან, დათო ქაცარავა ამტკიცებდა, თუმცა, ქაცარავას ამ განცხადებების გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტყუილია.

ჩორჩანას ტყე წარმოადგენს რუსების ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, ჩვენ იქ აღარ შეგვიშვეს – დავით ქაცარავა

ირაკლი კობახიძე:

ჩორჩანა კიდევ, ძალიან მძიმე ამბავი, სადაც არავის შეუთანხმა, ჩადგა საგუშაგო, ამას მოყვა ესკალაცია, რუსებმა ჩადგეს სამჯერ მეტი საგუშაგო და საბოლოო ჯამში მოხდა იქ საზღვრის გადმოწევა. ერთი საინტერესო დეტალი აქ რა არის, ეს იყო რეალურად, თქვენ იცით, ყველაფერზეა ჩასაფრებული „ნაცმოძრაობის“ როგორც პარტიული რესურსი, ასევე მედია რესურსი, ასეთი რაღაც რომ ხდება, პირველი შენ უნდა იყო, ვინც გამოიყენებ ამას ხელისუფლების წინააღმდეგ. არც ერთ მედია საშუალებას, ყველამ იცოდა ყველაფერი, არ გაუშუქებია ეს ყველაფერი. მიზეზი რა არის, ვინც დაავალა გახარიას ამ ქმედების ჩადენა, ზუსტად იგივე ადამიანები აკონტროლებენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნის მედია საშუალებებს. არ აწყობდათ გახარიასთვის ჩრდილის მიყენება და შესაბამისად, არცერთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიას ხმა არ ამოუღია ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დამაზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ მათ შეგნებულად არ დააზიანეს გახარია იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული.

2022 წელს, ირაკლი კობახიძე აცხადებდა:

ჩვენი ხელისუფლებაა პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია და რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია.

ცნობისთვის, რუსეთს არ სჭირდებოდა და არ სჭირდება პროვოკაცია იმისათვის, რომ საქართველოს მიწა მიიტაცოს, ან საქართველოს მოქალაქეები გაიტაცოს. 
ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩორჩანა, ესაა სოფელი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული წნელისის მოსაზღვრედ. მასზე ქართული მხარის კონტროლი ვრცელდებოდა. ჩორჩანაში 2014 წლის აღწერით 60-მდე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონოდა ქართულ მხარეს იქ საგუშაგოს ჩადგმის უფლება. ისევე, როგორც, პირიქით, გაუგებარია, რატომ არ გააგრძელა ქართულმა მხარემ მის კონტროლირებად სხვა მიწებზეც საგუშაგოების აშენება. 
გეტყვით იმასაც, რომ ჩორჩანაზე ათობით მასალაა გამოქვეყნებული “ალიაში”, ცხადია, არა იმ კუთხით, როგორც პრემიერი საუბრობს. 

არის, თუ არა, ეს იმის ოფიციალური გაცხადება, რომ პრემიერი ჩორჩანას რუსეთის კონტროლის ქვეშ აღიარებს? – ფაქტია, ჩორჩანაში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უკვე შეზღუდულია და ამაზე დავით ქაცარავა არაერთი თვეა წერს. 

“ალბათ, ხელები იტკინეს, როდესაც მცემდნენ” – რას ედავებიან ქაცარავას, რომელიც აქციიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს

ფაქტი ერთია – ჩორჩანას ნაწილს, ხან ერთი პრემიერის ხელში ვკარგავთ, ხანაც – მეორის, ისევე, როგორც ფაქტია, რომ დავით ქაცარავას, არც ერთის მმართველობისას დაკლებია, თუ გაზით მოწამვლა, თუ ცემა, თუ კრიტიკა და ისიც ხომ ფაქტია, რომ თავის დროზე, ორივე პრემიერი ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩეულნი გახლდათ. 

“ქოცებმა დათმეს 60 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი… ერთი გასროლის გარეშე…” – ქაცარავა

თეგები: გიორგი გახარიადავით ქაცარავაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved