თბილისში ვიზიტით ჩამოსულმა ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელიც საგანგებოდ ღარიბაშვილთან შეხვედრის მიზნით დარჩა საქართველოს დედაქალაქში, ქვეყანა ისე დატოვა, რომ პრემიერმინისტრთან შეხვედრა საერთოდ აღარ გაიმართა.
პრემიერის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა მიზეზით და ვისი ინიციატივით არ შედგა შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.
შეხვედრა ღარიბაშვილთან დღეს იყო ჩანიშნული.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პრემიერმა გადაწყვიტა, ვილნიუსში გასამართ ნატოს სამიტზეც არ წავიდეს.
კომენტარები