ბაგრატის ტაძრის ეზო მოწყალების მთხოვნელებს დაატოვებინეს.
ტაძრის ეზოდან იძულებით გაყვანილი ქალბატონების კომენტარს ნიუპოსტი ავრცელებს:
“თურმე, არ შეიძლება, გახარიამ დაგვინახოს. გვითხრეს, რომ 5 ლარს მოგვცემდნენ ტაძრის ეზოს დასატოვებლად. გახარია რომ წავა, მერე დადექით და ითხოვეთ ფულიო”
ცნობისთვის, დღეს, 20:00 საათზე ბაგრატის ტაძართან “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა წარადგინოს.
პრემიერმა თუ იცის ნეტავი, 5 ლარად რომ შეფასდა მისი კომფორტი და მხედველობის არე?
პრემიერის არნახვა – 5 ლარი ღირს და რა ღირს პრემიერის ნახვა, ბატონო პრემიერო?
8 წლის მანძილზე, “ქართული ოცნება” ციფრ -5-ს ვერა და ვერ გასცდა.
კომენტარები