ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა. ორ ქვეყნის ეკლესიებს შორის ისტორიული კავშირი და მსოფლიოში არსებული ვითარება – ეს იყო საკითხები, რის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე მესამემ ისაუბრეს. იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერს საპატრიარქოში უმასპინძლა, დამშვიდობებისას კი ღარიბაშვილს იერუსალიმის პატრიარქმა მოკითხვა ილია მეორესთან დააბარა.
პრემიერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრებიც. ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარშიც იმყოფებოდა. მოილოცა მაცხოვრის საფლავი და გოლგოთა.
კომენტარები