• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკა“ დაათვალიერა

ალია ავტორი - ალია
15:36 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში“ იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრს საწარმოს შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო.

საწარმოში 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, დაინერგა ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და გაიზარდა მოცულობა.

2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია. საწარმოს წარმადობა 2015 წლიდან დღემდე 50-60 პროცენტითაა გაზრდილი და წელიწადში 10 მლნ აგურს შეადგენს. ამასთან, საწარმო, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2022 წლისთვის აპირებს გამოუშვას 15 მლნ აგური.

რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა. კომპანიას დაუფინანსდა საბანკო კრედიტის პროცენტი დაახლოებით 403,000 ლარის ოდენობით.

სულ საწარმოში დასაქმებულია 150 ადამიანი.

საწარმო ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარია, საიდანაც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიერ გაწეული დაფინანსება

2,1 მლნ ლარია. მზის პანელების მონტაჟი 2021 წლის ოქტომბერში დაიწყება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად კომპანია “მეტეხის კერამიკა” დაათვალიერეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved