• რეკლამა
  • კონტაქტი
04:25, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლონეთში მოკლულ ქალს 4 ივნისს ჩამოასვენებენ – როდის დააბრუნებენ მის შვილებს საქართველოში?

ალია ავტორი - ალია
20:29 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ფოტო – რადიო თავისუფლება

“რადიო თავისუფლების” ცნობით, პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში 4 ივნისს ჩამოასვენებენ. ოჯახი ახლა როზეტას სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

ლორიტა ყალიჩავა, მედიასთან ამბობს:

„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“.

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა სწორედ თამარ ლუკავა რადიო თავისუფლებასთან, ამბობს:

 

თამარ ლუკავა
თამარ ლუკავა

„ჩვეულებრივი პროცედურით რომ დაიწყოს სასამართლომ ბებიისთვის მეურვეობის მინიჭების საკითხის განხილვა, ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს და ბავშვებს მოუწევთ პოლონეთში დიდი დროის გატარება. ამიტომ პირველი შუამდგომლობა, რაც საქართველოს მეურვეობისა და მზრუნველობის სააგენტოს აქვს, არის ის, რომ სასამართლომ უნდა გამოსცეს დროებითი განკარგულება და ამ განკარგულებით ბებიას მიანიჭოს მეურვის სტატუსი. ამის შემდეგ, ბებია ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას გააკეთებს ოჯახის ახლობელზე, რომელიც პოლონეთში იმყოფება და ბავშვებს სწორედ ის ჩამოიყვანს საქართველოში. დროებითი განკარგულების გამოცემა არ არის დროში გაწელილი პროცესი. ბავშვები ამჟამად თავშესაფარში არიან და ბიძასთან და ნათესავთან აქვთ კონტაქტი. მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, რადგან ეს პოლონური მხარის ინფორმაციაა და სამწუხაროდ, მათთან პირდაპირი კონტაქტი, არ გვაქვს. ჩვენ საკონსულო დეპარტამენტის საშუალებით გვაქვს კომუნიკაცია პოლონურ მხარესთან და ასე ვცვლით ინფორმაციას.

ჩვენი მოლოდინით, ზუგდიდის საქალაქო სასამართლო სამშაბათს ან ოთხშაბათს [7 ან 8 ივნისი], ზეპირი მოსმენის გარეშე გამოსცემს დროებით განკარგულებას. დღეს „საფარის“ იმერეთის ოფისის წარმომადგენელი იმყოფებოდა ზუგდიდში და სოციალურ სამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს იმ კვირაში მიმართავენ და შესაბამისად, სასამართლოც იმავე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც კი განკარგულება გამოიცემა, ბებიას იმ დღესვე ექნება საშუალება, რომ ნოტარიულად გააკეთოს მინდობილობა ნათესავზე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბავშვების წამოყვანას შეძლებს. ბილეთები 11 ივნისისთვისაა აღებული და თუ მანამდე მოესწრება ყველა ამ პროცედურის გავლა, წესით, ბავშვები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვლენ“.

რაც შეეხება როზეტა ყალიჩავას ქმარს, 42 წლის კაცს, რომელმაც ცოლი 24 მაისს, პოლონეთის ქალაქ ლოძში, სახლში მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა და თვითდაზიანებები მიიყენა, თამარ ლუკავას ინფორმაციით, კლინიკაში პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ის სამართალდამცავებმა დააკავეს:

„ჩვენ არ გვაქვს საქმესთან წვდომა. ვმუშაობთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვოს პოლონეთისგან ოფიციალური დოკუმენტაცია და საქმის მთელი მასალები. როგორც პირად საუბარში მითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია კლინიკაში, რის შემდეგაც პირდაპირ დააკავეს. თუმცა, ეს ვიცით მხოლოდ პირადი საუბრების დონეზე“.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარების თხოვნით საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „საფარის“ იურისტმა ქალის გადასარჩენად საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალის დაცვა მაინც ვერ მოხერხდა.

როზეტა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ დარჩელიდან იყო. რამდენიმე წლის წინ, პოლონეთში სამუშაოდ ჯერ მისი ძმა წავიდა. შემდეგ ქმარი. ერთი წლის წინ კი შვილებთან ერთად ისიც პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ გეგმავს, რომ 26 წლის ქალის მკვლელობის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს.

თეგები: საფარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved