• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციის ტყვიამ 20 წლის შავკანიანი ახალგაზრდა იმსხვერპლა – მინესოტაში საპორტესტო გამოსვლებია

ალია ავტორი - ალია
19:00 04-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

მინეაპოილისის გარეუბანში, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტომობილის გაჩერებისას, პოლიციამ შავკანიან მამაკაცს ესროლა. 20 წლის დანტე რაითი მალევე გარდაიცვალა.

განვითარებული მოველენბის ფონზე, დილის ექვს საათზე, ბრუკლინ ცენტრის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიციის მიერ მოკლული მამაკაცი ნათესავებმა უკვე ამოიცნეს.

„ჩვენი შტატი გლოვობს კიდევ ერთ შავკანიან მამაკაცს, რომელსაც სიცოცხლე სამართალდამცავმა წაართვა“ – აცხადებს მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი. მისი თქმით, ის ბრუკლინც ცენტრში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს ქალაქის მერი. „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა უსაფრთხოდაა. გთხოვთ, იყავით უსაფრთხოდ და წადით შინ“, წერს “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ბრუკლინ ცენტრის მერი, მაიკ ელიოტი.

დანტე რაითის დედა რეპორტიერებთან საუბრისას, საკუთარ შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს. ქეთი რაითის თქმით, სატელეფონო საუბრისას გაიგო, რომ პოლიციამ მის შვილს მანქანიდან გადმოსვლა უბრძანა.

„მესმოდა ჩხუბის ხმა და გავიგე როგორ ამბობდნენ პოლიციის თანამშრომლებია – დანტე, არ გაიქცე“ – მისი თქმი, ამის შემდეგ ზარი დასრულდა. მან შვილთან დაკავშირება კიდევ სცადა, თუმცა ტელეფონს მეგობარმა გოგომ უპასუხა და უთხრა, რომ დანტე მძღოლის სავარძელზე გარდაცვლილი იყო.

ბრუკლინ ცენტრის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა დანტე რაითის მანქანა შუადღით საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს. მისი ვინაობის გადამოწმების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ის ძებნაშია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაიტის დაკავებისას, ის თავის მანქანაში ჩახტა და გაქცევა სცადა. ერთ-ერთმა პოლიციელმა საჭესთან მყოფ კაცს ესროლა, რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა და სხვა მანქანას დაეჯახა. რაითთან ერთად მანქანაში თეთრკანიანი ქალი იყო, რომელმაც სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებები მიიღო.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved