• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელი თავად უნდა ითხოვდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას” – ირმა ინაშვილი სინდისის პატიმრებისთვის ნეიტრალური კომისიის შექმნას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
01:23 07-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

2002 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა ინსტიტუტები მონაწილეობდნენ. კომისიამ უმოკლეს ვადებში განიხილა პატიმრების საქმეები და შექმნა სამართლებრივი საფუძველი მათ გასათავისუფლებლად. პატიმრების უმეტესობა პრეზიდენტმა შეიწყალა, ნაწილიც სასამართლომ გაათავისუფლა. კომისიას ძალზედ ნათელი მიზანი ჰქონდა- საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების შემცირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ახალგაზრდაა დაპატიმრებული, სწორედ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, ვფიქრობ, ამგვარი კომისია დღესაც სასწრაფოდაა შესაქმნელი, მას სათავეში ნეიტრალური პირი უნდა ჩაუდგეს. ასეთი ნეიტრალური პირი მრავალია, მათ შორის მეც ვარ! კომისიამ მაქსიმალური ლმობიერება და ადეკვატურობა უნდა გამოიჩინოს და საზოგადოებაში ღრმა დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანას უნდა შეუწყოს ხელი.
ნათელია, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა დაუშვებელია, არავინ არ ამართლებს ამას, მაგრამ სიმკაცრე სხვაა და სისასტიკე – სხვა. არ შეიძლება, რომ ჩვენი სიმკაცრე ულმობლობაში გადაიზარდოს. ხვალ და ზეგ ამ თაობამ უნდა მართოს სახელმწიფო, გაბოროტებული თაობა როგორ მართვას შეძლებს? როგორ ქვეყანას ააშენებს? ვფიქრობთ კი ამაზე?…
ამ დღეებში “ნეტგაზეთის” რედაქციამ მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარი მთხოვა. ამაზეც საჯაროდ ვწერ. მზია ამაღლობელს მე პირადად არ ვიცნობ, ჩვენი პროფესიული გზა ისე წარიმართა, რომ არასდროს გვითანამშრომლია ერთმანეთთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ერთ პლატფორმაზე არასდროს ვმდგარვართ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე სასჯელი გონივრულ ფარგლებს სცდება, ეს არაა არც სწორი და არც პროპორციული. ასეთი მძიმე მუხლი პატიმრების მწამებლებს ჰქონდათ წაყენებული. განა სილის გაწვნა და პატიმრების წამება ერთი და იგივეა?!

ახლა სხვა კუთხით შევხედოთ მზია ამაღლობელის საქმეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქართულ სახელმწიფოში და ერთმანეთს მუდმივად ვუმტკიცებთ, რომ ქართული აზროვნება, ქართული ფასეულობები ჩვენთვის უმთავრესია. ეს კი, ავტომატურად გულისხმობს, რომ საქართველოში მანდილოსნისადმი მამაკაცი ყოველთვის მოთმინებასა და სულგრძელობას იჩენს, ამ კონტექსტში მამაკაცი და მითუმეტეს, პოლიციელი თავად უნდა თვლიდეს, რომ პატიმრობის 6 თვე მზია ამაღლობელისთვის საკმარისზე მეტია და თავად უნდა ითხოვდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

პირადად ჩემი, იდეალისტური შეხედულებით, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ქართული სულგრძელობა და ლმობიერება და მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
დარწმუნებული ვარ, სპეციალური კომისიის შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, ხალხისა და ხელისუფლებისთვისაც და უცხოელი მოკავშირეებისთვისაც.
ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved