“ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს შემიძლია ვთქვა რომ გუშინ საშინელი დღე იყო! ცხოვრებაში ნაცემიც ვყოფილვარ, ნაცების დროს არაერთხელ დაჭერილიც და არაერთი დარბევის მონაწილეც ვარ მაგრამ ოცნების პერიოდში ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი დაუცველად თავი. ალყაში მოგვაქციეს ნაცებმა, ყველა აგრესიული იყო, ყველა დარტყმაზე ოცნებობდა. დაგეშილი “კაცები” ყვიროდნენ არ გაუშვათ ცემეთო. პოლიციამ ჯერ აცემინა ჩვენი თავი და შორიდან უყურებდა, მერე შაკო დაიჭირა და ნაცები 3-3 ათ გააცილა სახლში…
მარტო იმას ვიტყვი რომ თუ დაუშვებთ ნაცების მობრუნებას, იმ რეჟიმზე უარესს მივიღებთ ვიდრე იყო და ბევრად უარესს პოლიციას ვიდრე გვახსოვს!
როგორ იტევს საქართველოს მიწა ადამიანს, რომელსაც შეუძლია ქალს ხელი დაარტყას, თან ყვიროდეს:
არ გაუშვათ დალეწეთო?!
პასუხი არ მაქვს!”
კომენტარები