ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული “სირცხვილიას” 2 წევრის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სამართალადმცველებმა სასამართლოზე დღეს მტკიცებულებების სახით სამხრე კამერების გადაღებული კადრები მიიტანეს. დაკავებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ კადრებში არ ჩანს, რომ რუხაძე და მჟავანაძე სამართალდამცავებზე ძალადობნენ.
ნივთმტკიცების სახით, პოლიციამ სასამართლოს დღეს 3 ნაჭერი შეშა წარუდგინა.
“მთავარის” ინფორმაციით, ნოდარ რუხაძე, საკუთარი სასამართლო სხდომიდან გააძევეს.
კომენტარები