• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

ალია ავტორი - ალია
12:34 07-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

„აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში.

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან განათლების მართვის სისტემის პორტალზე – registration.emis.ge – მიმდინარეობს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, სავალდებულოა, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა რეგისტრაციისას შერჩეულ საჯარო სკოლაში წარადგინოს განცხადება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და რეგისტრაციის პროცესი დღეს, 24:00 საათამდე დაასრულონ.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და რეგისტრაციის პორტალზე.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე – (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@emis.ge”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved