დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე ახლა კვლევა მიმდინარეობს.
“პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლებით ერთი ათეული. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით.
ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
კომენტარები