ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე:
“7 ნოემბერი საშინელი დღე იყო.
მაშინ პირველად ვიგრძენი რომ შენიანსაც ისე შეუძლია გაგიმეტოს როგორც უცხოს და შენი დამცველი ვინც გგონია სწორედ მან შეიძლება სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანოს მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი ძალაუფლება და საკუთარი კეთილდღეობა არ დაკარგოს.
7 ნოემბერს პირველად მქონდა გრძნობა რომელიც 9 აპრილს მახსენებდა.მანამდე ეს არასდროს მიგრძვნია, არც ერთ ომში და არც ერთი აქციის დარბევისას. 7 ნოემბერი რაღაც სხვა იყო, რაღაც განსხვავებულად მოულოდნელი და სასტიკი.
იმ დღემ ბევრი ადამიანი შეიწირა…
ბევრი დაასახიჩრა და გაანადგურა.
ზოგი ფიზიკურად მოკლა მაშინვე, ზოგი მორალურად და ზოგიც უკვე შემდეგ…
დრო გადის მაგრამ იმ დღეს ნასროლი ქვები ჯერ კიდევ გვეწევა ზურგში და გვანადგურებს…
თითქოს რაღაც იდეალები დაგვემსხვრა მაშინ და თითქოს რაღაც ახალი და ძალიან ცუდი ტალღა შემოიჭრა იმ ჭავლით და წაგვლეკა..
ყველაზე საშინელება მეწვრილმანე ადამიანებია…დიდ და მაღალ იდეალებს წვრილმან ანგარიშებად და უბრალო ხურდად რომ აქცევენ….
კი ბატონო მახსოვს…რა დამავიწყებს ან ვინ დამავიწყებს…#7ნოემბერი#მახსოვს“
კომენტარები