• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირს, რომელმაც ჯარისგან თავის ასარიდებლად წვევამდელებისგან მოტყუებით თანხა მიიღო, ბრალი დაუმძიმდა

ალია ავტორი - ალია
19:49 07-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
666

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით ჯამში 15400 ლარი მიიღო.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი სამედიცინო ისტორიის გამოგონებით, ავადმყოფობის სიმულაციით და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” დამზადებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მათი ოჯახის წევრებისგან ჯამში 26900 ლარი მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 64 068 ლარი, 105 100 აშშ დოლარი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

დაკავებულს ბრალდება აღნიშნულ ეტაპზე, 6 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა დამატებით 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამონაწილეობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 25-356-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება, ავადმყოფობის სიმულაციით და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით) და 260 მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით”, – აღნიშნავს უწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved