აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შვედეთი NATO-ს “რაც შეიძლება მალე” შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და უნგრეთი კვლავ აგრძელებენ შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შეფერხებას.
გუშინ, 1 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის დამთავრების ცერემონიაზე გამოსვლისას, ბაიდენმა თქვა:
“NATO უფრო ენერგიული და ერთიანია, ვიდრე ის იყო ბოლო ათწლეული. ახლა უფრო ძლიერია ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან ფინეთთან ერთად და რაც შეიძლება მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. პირობას ვდებ, ასე მოხდება”. – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, მიიღოს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების გადაწყვეტილება და დასძინა, რომ სტოკჰოლმა თურქეთის პირობების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.
კომენტარები