დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე თქვა:
“ჩვენთან პირბადე მანდატურული გახდა ბავშვებისთვის მეხუთე კლასის ჩათვლით და ზემოთ. მეოთხე კლასელებისთვის და ქვემოთ ეს არის რეკომენდებული. არსებობს ბევრი კვლევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია მსოფლიოში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაიდლაინში 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს.
არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, თუ არის ბავშვთან სხვადასხვა დაავადება, ამის ჩამონათვალიც არსებობს. ამ შემთხვევებში შეიძლება ექიმის დანიშნულებით უარი ითქვას პირბადეზე. ზოგადად, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრ ქვეყანაში სკოლებში პირბადე სავალდებულოა“
“ალია” აქვე შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში სკოლებში ცხელი წყლის ქონაც სავალდებულოა, ბატონო ამირან!
კომენტარები