“ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“ეს იყო ძალადობრივი ქორწინება „ქართულ ოცნებას“ და კალაძეს შორის.
იმიტომ, რომ ფულიანი და ავტორიტეტიანი კალაძის გვერდით დატოვება ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ნამდვილად მძიმე გადასატანი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ წინა არჩევნების პირველი ნომერი და „საამაყო“ გახარია უკვე ოპოზიციაში ყავთ.
ასე რომ, თუ ოპოზიციისთვის უმთავრესი მიზანი 43 %-ის დაძლევაა და არა მერობის მოგება, თუ მთავარ გამარჯვებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვლება, მაშინ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს.
ეს მათ გასაგონად, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას…
თან, ამ საარჩევნო კამპანიაში კალაძეს ნამდვილად ვერავინ აჯობებს ვერც ფინანსური რესურსით, ვერც ბაღების მოწყობაში და ორ-ორჯერ გზების დაგებაში და ვერც ავტობუსების წინ და უკან სიარულში”
კომენტარები