• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, პარასკევი, 16 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფული შემოგაკლდათ? მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი?”; “ატკატებს” ჩაიჯიბავთ?”; “როგორ მოვიპაროთ ბიუჯეტი ლეგალურად” – მოქალაქეები მერიას

ალია ავტორი - ალია
23:35 04-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,793
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე დაცული ავტოსადგომი შენდება. bpn.ge-ს ცნობით, თბილისის მერიის ტენდერში კომპანიამ „მწვანე გარემომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულება  2023 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული, ღირებულება კი – 1 295 000 ლარია.

ავტოსადგომი იქ, სადაც სიახლოვეს არც რაიმე განსაკუთრებული სიდიდის ობიექტებია და არც კორპუსების სიმრავლე, რატომ უნდა აშენდეს და ამისათვის რატომ უნდა იქნეს გადახდილი მილიონ ლარზე მეტი, ეს ის კითხვაა, რომელსაც მოქალაქეები სვამენ. ხუმრობენ კიდეც, რომ ალბათ, ჯერ ავტოსადგომს ააშენებენ და შემდეგ სავაჭრო ცენტრებს.

გარდა ამისა, მაცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, სულაც არ აშენდეს ავტოსადგომი, ან სულაც სხვა რამ აშენდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ტენდერი, შესაძლოა, კორუცფიული გარიგება იყოს – რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი დაბალი ნდობა აქვს მოქალაქეებში მერიას და რამდენად მაღალია ეჭვი ჩინოვნიკთა კორუფციაზე მოსახლეობაში.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ზოგადად კორუფციაზე ლოგიკური ეჭვის მიზეზიც ბევრია, უკვე დადასტურებული ფაქტიც და არც ნდობის ასამაღლებლად აკეთებს მერია რაიმეს. მართალია, რეკლამისა და იმიჯისათვის მილიონებს ხარჯავს, მაგრამ რომ არაფერი ვთქვათ, ხალხის საჭიროებებზე, ელემენტარულად, მერიის ოფიციალურ გვერდს, სოციალურ ქსელში, კომენტარების სახით, კრიპტოვალუტის დასარეკლამებლად რომ იყენებენ რიგი ორგანიზაციები, რომელთა კეთილსინდისიერებაზეც არაფერია ცნობილი, ამასაც კი არავინ აქცევს ყურადღებას.

რას წერენ მოქალაქეები, ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარის გამოყოფაზე ავტოსადგომისთვის, რომელიც ვერა და ვერ გაიგეს, მაინც ვისთვის და რისთვის შენდება:

ნეტა მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი, გააჩერებ და სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით წახვალ?

რად გვინდა ავტოსადგომი ქალაქგარეთ? ქალაქში მოაწყვეთ!

და მანდედან, რო ხიდი უნდა გაკეთებულიყო, ყველას რომ გვეშველებოდა მაგის საქმე როგორ იქნებაა??

ეს 10 წლის წინ რომ დაგვპირდნენ ქალაქში საპარკინგე ადგილების შექმნას ეგ არის. ვერტიკალურს ვერ ასწრებენ დროში, ვაცალოთ კიდევ 5-10 წელი.

საჯარიმო სადგომი მოეწყობა 100%

რა გიხარიათ ხალხნო ქუჩებიდან მოტაცებული მანქანებისთვის აშენებენ იმდენს იტაცებენ ვერეს ხეობაში რომ სადგომი აქვთ იქ ვეღარ ატევენ.

თავდაპირველად ავტოსადგომი იქნება! შემდეგ კი სავაჭრო ცენტრს ააშენებენ და ეგ არის!!!

ზაჰესში უნდა გაგეკეთებინათ. მანდ ვისთვის აკეთებთ?

ერთი კარგი ავტოსადგომი სახელად თბილისი.

საჯარიმო ავტოსადგური შენდება, საპარკინგე ადგილებს რო ამცირებენ, სახლიდან წამალზე რო დაგირეკავენ, მანქანას რო ვერ გააჩერებ, აფორიაქებული ადამიანი აფთიაქთან რო დააპარკინგებ და ზესტად 7 წუთში მანქანას “ფუკასავით” რო აგაცლის მერიის სამსახური ეე იმ მანქანებისთვის აშენებენ. თან დამცინავი ღიმილით გვიცხადებენ, “ჩვენი მიზანია თქვენთვის დისკომფორტის შექმნაა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაგსვათო”, ამათ აღარ ეღირსოთ ჩვენი ფულით ნაყიდი და მათთვის მუქთა მანქანები და ბენზინი, მაგრამ რად გინდა, ამათ ისეთი სქემები აქვთ დალაგებული ესენი სულ იქნებიან თანამდეგობებზე და მერე შვილებს გადაულოცავენ სკამებს და სკამების გავლენით აშენებულ სასახლეებს.

ალბათ საჯარიმო ავტოსადგომია თორე მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი? ან იმას გვერდით რომაააა ადგილი გაუცვალეს და ის ადგილი ჭირდებათ რაღაცისთვის.

ჯერ ერთი მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი, მეორეც განა რა მოცულობის სადგომი უნდა იყოს 1295000 ლარი რომ ჯდება, ეტყობა ფული შემოაკლდა ვიღაცას და “ატკატებსაც” ჩაიჯიბავს, ყველა ბედნიერი იქნება და მერე იტყვიან ეკონომიკა გაგვეზარდაო.

ავტოსადგომზე მნიშვნელოვანი და პრობლემური მანდ ისაა რომ გზა არის ვიწრო და კიდევ ერთი ზოლის დამატებაა საჭირო.

კი მაგრამ, ვისთვის? მანდ ირგვლივ არაფერი არ არის -_-

მერია, ეს დიდ მიღწევად მიგაჩნიათ???

“როგორ მოვიპაროთ ბიუჯეტი ლეგალურად” ვის რად უნდა გელოვანზე სადგომი თან ამ მცირე რაოდენობაზე?

მანდედან მარცხენა სანაპიროზე გადასასვლელი ხიდი იყო დაგეგმილი და რა ავტოსადგომი. ხიდი გააკეთეთ ციტა ამოისუნთქებს საცობებისგან ქალაქი, რას უბერავთ.

მანდ ნეტავი რა დატვირთვა აქვს ავტოსადგომს…

აკი, ამბობდენ სამტრედიის ქუჩიდან ხიდი უნდა გადმოვიდეს და ვეფხვის და მოყმის მოედანზე დიდი კვანძი გაკეთდებაო. გადაგვაგდეს?

ესენი მთლად გადებილდნენ,რაში და სად ხარჯავენ ჩვენ ფულს და ჩვენს ვალებს – ვის რად უნდა მაგ ადგილას პარკინგი? მაქ გზა უნდა გადიოდეს იმ მანქანებისთვის რომლებიც მაჭავარიანიდან ჩამოდიან და გაგარისნისკენ მიდიან. მაქედანვე უნდა გაკეთებულიყო ალბათ გზა ნაცების პროექტით 2012 წელს, რომელიც გელოვანს მტკვრის მეორე სანაპიროსთან შეართებდა, მაგრამ ამ საქმეს ქართული კომპანია ვერ გააკეთებდა და ჩინურისგან ალბათ “ატკატებს” ვერ იღებენ იმათი კომუნისტური პარტიის შიშით.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved