• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფული რატომ არ დანომრეს და რატომ არ არის ფულის ნომრები ცნობილი? ე.ი. მისცეს დაუნომრავი ფული” – ხაბურძანია

ალია ავტორი - ალია
21:44 02-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483

შსს ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა დააკავა. იურისტები უკვე სვამენ კითხვას, რამდენად აქვს მტკიცებულება შსს–ს ბადრი ესებუასთავის ბრალის დასამტკიცებლად. შეგახსენებთ, ბანკზე თავდამსხმელს 500 000 ლარი გადაუხადეს, თუმცა, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა კუპიურების ნომრები.

ალიას არქივი – 2 სექტემბერი, 2021 წელი

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია:

-ბადრი ესებუა ისევ თავისუფლებაზეა. ბოლო დროს, თითქოს არ ყოფილა, აღარავინ ახსენებს მას, ერთი მხოლოდ ის თქვა მინისტრმა, ზუსტად ვიცი, ქვეყანა არ დაუტოვებიაო… რას ფიქრობთ, ამ გადასახედიდან, რა შეცდომები იქნა დაშვებული?

-დიდი ალბათობით იციან, რომ ესებუა მართლაც ქვეყანაშია, იმიტომ კი არა, რომ რამე ინფორმაცია აქვთ კონკრეტული, იციან, რომ გარედან ვართ მაგრად შემოფარგლული, თუნდაც  პანდემიის გამო. რუსეთში და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა, თურქეთში ვერ გადავა, აზერბაიჯანში ვერ გადავა და სომხეთში ვერ გადავა. გადაპარვა ძალიან ძნელია მარტო კაცისთვის – თუ მოკლეს, რად უნდა ის 500 ათასი? სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლები, ამ ოპერაციაში დიდი სისუსტე გამოიჩინეს და ესებუას გაშვება იქედან, არანაირად არ შეიძლებოდა. ახლა პროცესები განვითარდა ისე, რომ არავის ცხელა ამ პრეცედენტისთვის, თორემ, თუ გახსოთ, მყისიერად გაიზარდა ქურდობები და ყაჩაღობები მაშინ, რადგან დაინახეს სისუსტე სამართალდამცავი სისტემის. კობა ნარჩემაშვილმა გაბედა მძიმე წლებში და გლდანის ხიდზე ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა… თუ დაიჭერენ 5-6 თვის და 1 წლის მერე, იტყვიან, ხომ ვამბობდით? სად გაიქცეოდა? ახლა როცა ვაანალიზებ, ვთვლი, რომ შსს-ს იმ კონკრეულ სიტუაციაში ნაკლები დანაკარგებით შეეძლებო ესებუას დაკავება და ამის არ გაკეთება იყო დიდი შეცდომა.

-ჩვენ ვნახეთ ვიდეო, როგორ მიაქვს ფული სახელმწიფოს წარმომადგენელს პირთან, რომელსაც თავადვე მოიხსენიებს ტერორისტად, როგორ იჩოქებს მის წინაშე, როგორ აძლევს ფულს – ამ ვიდეოს გავრცელება რაში აწყობდა შსს-ს? ლოგიკა რა იყო?

-არაფერი, ვიღაცამ ურჩია სრულიად არასაჭირო რაღაცა და გააკეთეს ან ეს მოთხოვნა იყო. როგორც თქვენთან ადრე ვთქვი, ის ფული რატომ არ დანომრეს და რატომ არ არის ფულის ნომრები ცნობილი? ნომრები რომ იყოს ფულის ცნობილი, რომ მომცემენ დოლარს, ჩავიხედავ და ვნახავ, ა, ეს ესებუას წაღებული ფულია? არ აკეთებენ ამას, ე,ი, მისცეს დაუნომრავი ფული და ამდენ ხანში 500 ათასს გადაცვლიდა სხვა ფულზე და წადი და ეძიე…

-ძმა დააკავეს ბადრი ესებუას და გვეუბნებიან, ძმასთან ხელყუმბარები მიჰქონდაო… რად უნდა კიდევ ყუმბარები ესებუას ვერ ხსნიან, მაგრამ უნდოდაო და ეს რომ გავიგეთ, ბადრის ძმას კი არ გავყვეით უკან, რომ ორივე აგვეყვანა ერთად, ბადრის ძმა ცალკე ავიყვანეთ და ბადრის ცალკე ვეძებთო – აქაც ვერ ვხედავ ლოგიკას.

-ჩემი კოლეგები იტყვიან, ახლა მაგისთვის ადვილია ჭკუის სწავლებაო… ადვილი არაა ჩემთვის, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამხელა შესაძლებლობები როცა გვაქვს, დაწყებული გადაადგილების კონტროლიდან, ინფორმაციის წყაროების მობილურობით და სისწრაფით, ამდენ ხანს არ უნდა გაგეწელოს ეს სიტუაცია – პიტერ შოუს და ვიღაც-ვიღაცეეს ვეძებდით პანკისში, სადაც ცხვირის შეყოფის საშუალება ძლივს გვქონდა.

 

“ანუ, იპოვეს” – სად ისვენებდა ესებუა და რა დროიდან იცის მინისტრმა მისი ადგილსამყოფელი? – ვინ არის ესებუაზე დიდი ბუა?

თეგები: ბადრი ესებუავალერი ხაბურძანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved