პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“დღეს მომწერა ამ ბიჭმა, ეს კოდალა ჩემმა დამ გააკეთა თქვენთვის, მაგრამ აფხაზეთიდან ვარ და ასე ადვილად ვერ მოგაწვდით, ოქტომბრისთვის იქნება თბილისშიო. ალიკა მქვია (სეხნიები ვართ) და გალის რაიონში ვცხოვრობო.
სითბომ, სიხარულმა და სიმწარემ ერთდროულად დამახრჩო. აუცილებლად შევხვდებით ალექსანდრე! გულში ჩაგიკრავ, ყველას ჩაგიკრავთ გულში! მთავარია ერთად გვჯეროდეს, მყარად, მთელი გულით და სულით გვწამდეს, რომ ერთ დღეს, ერთი ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ ისე ვიზეიმებთ საქართველოს გაერთიანებას, რუსის ავ თვალს რომ არ ენახვება.
P.S. ვიცი, რომ კოდალას სერიული ნომერი აქვს, მაგრამ სადამდეც ეს საჩუქარი გულწრფელია, იქამდე უზომოდ მადლიერი ვარ!”
კომენტარები