• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი, კრისტინა პეშოუ მიხეილ სააკაშვილის უცხოელ აგენტად 6 ივნისს დარეგისტრირდა – რას წერს The Washington Post– ი

ალია ავტორი - ალია
13:44 06-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
363

ფლორიდის შტატის გუბერნატორის, რონ დესანტისის პრესსპიკერი კრისტინა პუშოუ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტი იყო, უცხოელი პოლიტიკოსის აგენტად დაგვიანებით დარეგისტრირდა.

ამის შესახებ უცხოური გავლენიანი გამოცემა The Washington Post სტატიას აქვეყნებს სათაურით ” მიხეილ სააკაშვილის თეატრალური დაბრუნება საქართველოში”

The Washington Post წერს, რომ ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოელ აგენტად 6 ივნისს დარეგისტრირდა და მოგვიანებით გაასაჯაროვა იმ სამუშაოს დეტალები, რომლებსაც 2018-2020 წლებში პოლიტიკოსისთვის ასრულებდა.

პუშოუს ადვოკატის განცხადებით კი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი მუშაობის გასაჯაროება იუსტიციის დეპარტამენტთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.

როგორც პეშოუს ადვოკატი მაიკლ შერვინი აცხადებს, კრისტინა პუშოუმ საქართველოში მუშაობა 2018 წელს მოხალისედ დაიწყო და საბოლოოდ ორი წლის განმავლობაში მას 25 ათასი დოლარი გადაუხადეს. პირველი გადახდა 10 ათასი დოლარის ოდენობით მან 2018 წლის ოქტომბერში ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო. ის, ასევე, ექვსი კვირის განმავლობაში რჩებოდა თბილისში მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის კუთვნილ ბინაში.

„მისი ძალისხმევა მოიცავდა სტატიების წერას, მხარდამჭერებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას და მისი ინტერესების დაცვას საქართველოში და აშშ-ში. სამუშაო 2020 წელს დასრულდა, ქალბატონ პუშოუს ცოტა ხნის წინ იუსტიციის დეპარტამენტმა შეატყობინა, რომ ბატონი სააკაშვილის სახელით მისი სამუშაო სავარაუდოდ საჭიროებს უცხოელ აგენტად რეგისტრაციას. ქალბატონმა პუშოუმ შეიტანა უკანა ვადით რეგისტრაციის განაცხადი, როგორც კი ეს მისთვის ცნობილი გახდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

იუსტიციის დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. კრისტინა პუშოუ ფლორიდის გუბერნატორის ოფისს 2021 წლის მაისში შეუერთდა.

The Washington Post  წერს, რომ პუშოუ დესანტისის პრესმდივნად ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში თავისი უფროსის ცნობილ დამცველად და მედიის აქტიურ კრიტიკოსად იქცა. გასულ წელს „ტვიტერმა“ მას ანგარიში დაუბლოკა მას შემდეგ, რაც „ესოშიეთიდ პრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრისტინა პუშოუს მხრიდან ჟურნალისტის მისამართით კრიტიკის შემდეგ, რეპორტიორს მოკვლით ემუქრებოდნენ. კრისტინა პუშოუ სოციალურ მედიაში ღიად წერდა მიხეილ სააკაშვილისთვის მისი მუშაობის შესახებ, რომელიც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.

 The Washington Post  წერს ასევე, რომ საქართველოს სასამართლომ, რომელსაც ახლა სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტები აკონტროლებენ, ის დაუსწრებლად 2018 წელს გაასამართლა. მას ემუქრებოდა დაპატიმრება სამი წლის შემდეგ, როდესაც ის თავის ქვეყანაში თეატრალურად დაბრუნდა.

თეგები: კრისტინა პეშოუმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved