• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეიკი ჯავშნის” ისტორია – რატომ დარჩა ვაქცინაციისათვის “ევექსში” მისული მოქალაქე ქუჩაში?

ალია ავტორი - ალია
22:52 01-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

ლიზა კილაძე, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში, აქვეყნებს სქრინს და წერს:

“ევექსი კლინიკები • Evex Clinics ამ კლინიკაზე ჭაობი კლინიკა მეორე არ არსებობს. დავრეგისტრირდი 7 იანვარს მეორე დოზაზე ვაქცინის. მომივიდა სმს ით დასტური.

მივდივარ დანიშნულ დროს და კლინიკა მხვდება დაკეტილი. ცხელ ხაზზე ვერავინ ვერაფრით ვერ მეხმარება ტექნიკური ხარვეზი მოხდაო. გაფრთხილებით არავინ დამირეკა რომ თურმე ტყუილად აკეთებენ ჯავშნებს. ცხელ ხაზზე ვრეკავ და 24 საათი ჯავშანს ვერ გაგიუქმებთო.

ვრეკავ ისევ ცხელ ხაზზე, ვეკითხები ხვალ ცოცხალი რიგით რომ მივიდე კონკრეტულ კლინიკაში ამცრიან თუ არა მეთქი არ ვიცითო. ვითხოვ დახმარებას როგორ ან სად მივმართო დავრეკო ან მივწერო სასამართლო დავასთან დაკავშირებით რომ 2 საათი მომიწია გარეთ დგომა ლაპარაკი ტელეფონით სრულიად არაკომპეტენტურ პირებთან და მივედი ტყუილად კლინიკაში და მიცდება დრო მეორე ვაქცინაციის. მიმოწერის სქრინი არ მომეპოვება ვინაიდან კომუნიკაცია განხორცირლდა ტელეფონით.”

“ალია” დაუკავშირდა “ევექსს”, დავინტერესდით, რატომ ჰქონდა მსგავსს ფაქტს ადგილი და რამდენი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება ბაზაში.

“ევექსი კლინიკები”-ს პასუხი ასეთია:

“7 იავარს NCDC-ის ბუქინგები ჰქონდა ჩახურული, შესაბამისად მომხმარებელი ვერ  დარეგისტრირდებოდა. ჩვენ გადამოწმებული გვაქვს ყველა კლინიკის განრიგი და ამ კონკრეტული ერთი შემთხვევის გარდა რეგისტრაცია არ დაფიქსირებულა. თუმცა აღნიშნულ პაციენტთან მოხდა კომუნიკაცია, მას დაუკავშირდა ჩვენი კლინიკის მენეჯერი და 8 იანვარს მისთვის მოსახერხებელ დროს მოხდა ვაქცინაცია.”

მაშინ როცა ხელისუფლება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ხალხს, როგორ მოხდა, რომ ჯერ მისცეს 7 იანვარს ვაქცინაციისთვის ჯავშანი, დაუდასტურეს, შემდეგ კი არც კი გააფრთხილეს და ქუჩაში დატოვეს?

როგორც ხედავთ, მოქალაქემ 21 დეკემბერს მიიღო ჯავშანზე თანხმობა, უცნობია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დეკემბერში თვლიდა, რომ 7 იანვარსაც ჩაატარებდა ვაქცინაციას და მერე გადაიფიქრა, თუ კიდევ ერთხელ, სისტემურ პრობლემას ჰქონდა ადგილი.

მართალია, “ევექსის კლინიკა” გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ ერთ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა, რასაკვირველია, არ ვიცით, რა ხდებოდა სხვა კლინიკებში და გაუუქმდათ, თუ არა, სხვა ადამიანებსაც ვაქცინაციის ჯავშანი.

ბოლო დროს, პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, ექიმები ხშირად იყენებენ სიტყვას – ფეიკი, ხოდა, ასეთია “ფეიკი ჯავშნის” ისტორია ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინაციის 2021 წლის ეროვნული გეგმა ვერ/არ (?) შეასრულა და პასუხიც არავის უგია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე არის “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორი. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შედის სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”.

იმ შემთხვევაში, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომენტარს გააკეთებს, მასალას აქვე განვაახლებთ.

თეგები: ამირან გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრიევექსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved