• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში, ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება – USAID

ალია ავტორი - ალია
16:03 09-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, ფესვგადგმული კორუფციისა და კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპებსა და მითითებებს ითვალისწინებს.

USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა,  რაც უნდა გახდეს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეფასების საგანი და ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი, როგორიც არის კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვისა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება. (გვ:16-17)

დოკუმენტში საქართველოში არსებულ კლეპტოკრატიასა და კორუფციის გამომწვევ შედეგად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებაზე დაყრდნობით, დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი,  ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში, საქართველოს ეკონომიკის მზარდი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკასა და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა. 

დეკლეპტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში, საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის, საგადასახადო კანონმდებლობის, პოლიციისა და სხვა ინსტიტუციური რეფორმები, რამაც მკვეთრად შეამცირა ქვეყანაში კორუფციის, მექრთამეობისა და კლეპტოკრატიის დონე.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო დასახელებულია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელმაც USAID-ის დახმარებით, 2004-2012 წლებში განხორციელებული, წარმატებული ინსტიტუციური რეფორმებით მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს რეგიონში და შეძლებს შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენება დეკლეპტიფიკაციისთვის.

კლეპტოკრატიის წინააღმდეგ სახელმძღვანელო დოკუმენტში წერია, რომ დეკლეპტიფიკაცია რამდენიმე თაობის პროექტია და შეცდომაა ამ პროცესის ისე დანახვა, თითქოს ქვეყნებისთვის გაღებული შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენების შემდეგ კლეპტოკრატიასთან ბრძოლა ამით სრულდება. ამ მიდგომამ შესაძლოა პირიქით, ქვეყნებში  კლეპტოკრატიული და კორუფციული პროცესები ახალი ენერგიით წარმოშვას, როგორც ეს 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მოხდა. (გვ:55)

წყარო – მთავარი

თეგები: USAIDაშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved