• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფარცხალაძემ კუდი მოიქნია”; “ენცომ” გიორგი მიქაძის დასჯის ბრძანება გასცა” – რას ამტკიცებს პროკურატურა და რას ვარაუდობს ადვოკატი?

ალია ავტორი - ალია
13:51 07-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,672

რუსთავის ციხეში, გიორგი მიქაძისთვის ე.წ შუმოკის მოწყობისთვის, “ბადუკას“, ბადრი ნათობაძეს მოსამართლემ 10 წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

ნათობაძე უკვე 12 წელია მკაცრი რეჟიმის ციხეშია. მას სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ედება ბრალი.

მან სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს უთხრა, გამოეყენებინა მის მიმართ ყველაზე ნაკლებად მკაცრი სასჯელი. მას 19 -წლიანი სასჯელი ჰქონდა განსაზღვრული და ახლა  მოსამართლე ჯინჯოლიამ კიდევ 10-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ნათობაძე ციხეში კიდევ 10 წელს დარჩება.

რაც შეეხება სხვა პირებს – კიდევ 6 ადამიანს, მათ 3, 6 და 8 წელი განესაზღვრათ. ყველზე მეტად ამ საქმეში ლევან მეფარიშვილი, მეტსახელად “კვერცხა“ დაზარალდა, რომელიც ასევე ფიგურირებს აუდიოჩანაწერებში, სადაც გარკვეულ დავალებებს გასცემს, ე.წ. ქურდული წესებით დაიჩაგროს გიორგი მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ მეფარიშვილი 8 თვის შემდეგ ტოვებდა ციხეს, თუმცა, ის ახლა უკვე 8 წლით დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კანონიერმა ქურდმა, კაკო ტუღუშმა, ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ განეხორციელებინათ სადამსჯელო მოქმედებები, რის შემდეგაც, ქურდული სამყაროს წევრები ახორციელებდნენ აგრკვეულ მოქმედებებს ამ ბრალდებულის წინააღმდეგ. სასამართლომ კანონიერი ქურდობისთვის ბრალდებულ პირს საჯელის სახით განუსაზღვრა 13 წელი. ასევე 13 წლით განესაზღვრა თავისუფელბის აღკვეთა დაუსწრებლად კაკო ტუღუშს, იგივე “ენცოს.“  ფარულ ჩანაწერებში უთითებდნენ, რომ კონკრეტულმა პირებმა განახორციელეს აგრკვეული მოქმედებები, რაც მიუღებელი იყო ქურდული სამყაროს წევრებისთვის. მათ მიერ განხორცეიელებული ქმედების გამო, მოითხოევს სადამსჯელო მოქმედების განხორციელება. ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ნამდვილად განხორციელდა ქურდული სამყაროს საქმიანობა, კონკრეტული ბრალდებულების მიერ, მიუთითეს, რომ სწორედ კანონიერი ქურდი, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს და გასცა დავალება, აღესრულებინათ კანონიერი ქურდების ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც კონკრეტული პირის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა. 

ნათობაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, არასდროს უარყოფდა, რომ გიორგი მიქაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ეს საქმის მასალებითაც დასტურდებოდა.

ნათობაძემ აღიარა და საქმის მასალებითაც დასტურდებოდა, რომ იგი გიორგი მიქაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა წარსულში მტრობიდან გამომდინარე, მათი დაპირისპირებიდან გამომდინარე და რომ ეს დაპირისპირება და გინება დაიწყო მიქაძის შესახლებისთანავე, ის საუბარი ე.წ. კანონიერ ქურდსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის, უკვე ამ გინების შემდეგ განხორციელდა. საქმის მასალებში არანაირი კავშირი არ არის ბადრი ნათობაძესა და კაკო ტუღუშს შორის. ჩვენ ვთვლით, რომ ფარცხალაძემ კუდი მოიქნია და თავისი ბოლო ძალებით ცდილობს, რომ მისთვის მიუღებელი ადამიანები, რომლებიც მის ინტერესებს კიდევ ეწინააღმდეგებიან, არასდროს გამოვიდნენ ციხიდან, – ამბობს ნათობაძის უფლებადამცველი.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა, რომ ბადრი ნათობაძემ, გარკვეული დირექტივა მიიღო საზღვარგარეთიდან, კრიმინალური ავტორიტეტის, კაკო ტუღუშისგან, იგივე “ენცოსგან“ რომ ე.წ. პრაგონი გაეტარებინათ ციხეში და მას შემდეგ, რაც შეასახლებდნენ გიორგი მიქაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ მთავარ ფიგურანტს, რომელსაც უავდო პატიმრობა აქვს მისჯილი, მის მიმართ ე.წ. შუმოკი მოეწყოთ.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  მიქაძე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი იყო. სწორედ ამის გამო მიცეა პასუხისგებაში ბადრი ნათობაძე, ამსთან ერთად კიდე 6 პირი. ამასთან, 2 პირს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებენ, თუმცა, ახლა თავისუფლებაზე იმყოფებიან – ნანა მეფარიშვილი და გიორგი კირთაძე, მათ 3-წლიანი სასჯელი განესაზღვრათ. თუმცა, მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. ნანა მეფარიშვილი უკვე თავისუფლებაზე, კირთაძე კი ციხეს ორშაბათს დატოვებს.

ბადრი ნათოაბძეს 10 -წლიანი სასჯელი განესაზღვრა, თუმცა, მას გადაუკვალიფიცირდა მუხლი და  თუ ის აქამდე სასჯელს სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის იხდიდა, ახლა სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც მოიხდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved