ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სულხან მოლაშვილის და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეობს აქვეყნებს და წერს:
“შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“
კომენტარები