• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის  თანამშრომლები “ოცნების”  გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

ალია ავტორი - ალია
01:08 12-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვა, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვანი გარანტი, ევროპული ღირებულებების მონაპოვარია.

ჩვენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ევროპული ღირებულებების ერთგულნი. გვეამაყება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის მიერ შეტანილი წვლილი.

როგორც საჯარო მოხელეები, ვაცნობიერებთ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და საქმიანობის პროცესში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ევროპული სტანდარტებით.

ჩვენ ვიაზრებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ, ქართველი ხალხის პრინციპულ არჩევანს ევროპაში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელიც თავის მხრივ ჩამოყალიბდა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ტრადიციებისა და ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის საფუძველზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადება საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიგვაჩნია.
არჩეული ევროპული კურსის ცვლილება კი, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შეუქცევად საფრთხეებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და დემოკრატიულ განვითარებას.

ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და სახელმწიფოში პირადი ცხოვრების დაცულობის სადარაჯოზე მდგომ საჯარო მოხელეებს, გვჯერა, რომ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაცია წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი სტანდარტების დამკვიდრებისა და რეალიზების ფუნდამენტურ გარანტს.

გვაწუხებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ვგმობთ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას!” ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved