• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

ალია ავტორი - ალია
13:12 07-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,097

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს რომ მკურნალობის 134–წლიანი გამოცდილება გააჩნია და ლიდერია თვალის დაავადებების დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის დარგში, – ბევრისთვის სიახლე არ არის.

ოფთალმოლოგია მოითხოვს ხარისხიან, უზუსტეს აპარატურას, როცა საქმე თვალს ეხება, ერთმილიმეტრიანი ცდომილებაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკა ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია კარლ ცაისისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ, ამიერკავკასიის რეგიონალურ რეფრაქციული ქირურგის ცენტრად.

სანამ ოთალმოქირურგთა გუნდი ოპერაციას დაგეგმავს, მათ შორის იმასაც, რომელი მეთოდით ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა, მუშაობას იწყებს ოფთალმოლოგთა გუნდი, რათა წინასაოპერაციო კვლევებით ზუსტად განისაზღვროს, რომელი აპარატურით სჯობს მუშაობა და როგორი გზა იქნება ოპტიმალური.

ნინო ტყემალაძე, რომელიც უკვე 7 წელია მუშაობს ნიუ ჰოსპიტალსში, გვიყვება, რომ თამაედროვე მედიცინაში, პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა პაციენტს.

ნინო ტყემალაძე საქართველოს ოფთალმოლოგთა საზოგადოების წევრია, ასევე Zeiss –ის და Schwind –ის სერტიფიცირებული ოფთალმოლოგი. იგი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტრორია პარალელურად, თვალის ანატომიისა და სნეულებათა მიმართულებით.

– რას მოიცავს მხედველობის ლაზერულ კორექციამდე ჩატარებული წინასაოპერაციო კვლევები და რატომ არის ეს ეტაპი აუცილებელი?

– წინასაოპერაციო კველევბი პირობითად შეგვიძლია დავყოთ მოსამზადებელ პერიოდად – რაც გულისხმობს კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში (ორი ან მეტი კვირით) თვალის სიმშრალის პრობლემის მოგვარება და დაახლოებითი რეფრაქციული მანკის განსაზღვრა ლაზერულ კორექციასთან შესაბამისობაში.

ამის შემდეგ იგეგმება ძირითადი კვლევა – რქოვანის ტომოგრაფია, რომელიც პირველი „საშვია“ ლაზერულ კორექციაზე.

ტომოგრაფიით ხდება რქოვანის სისქის, ფორმის და ინდივიდუალური თავისებურების შეფასება, რითაც განისაზღვრება ლაზერული კორექციის უსაფრთხოება, კონკრეტული პაციენტისთვის ზუსტი და საუკეთესო კორექცია. ასევე რეფრაქციული მანკისა და პაციენტის რქოვანის მონაცემების მიხედვით ხდება ლაზერული ჩარევის იმ მოდელის არჩევა, რომლითაც მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალური ინვაზიით.

საბოლოო ეტაპი უკვე უშუალოდ წინასაოპერაციო კვლევაა რომლითაც ხდება ინდივიდუალური საოპერაციო გეგმის შედგენაა.

– ხშირია შემთხვევები, როცა კვლევების შედეგად იცვლება გადაწყვეტილება ოპერაციის ჩატარებაზე?

– ჩვენს კლინიკაში პირველადი შეფასება იმდენად სტანდარტიზირებული გვაქვს, რომ უმრავლეს შემთხვევაში წინასაოპერაციო კვლევებით არ ხდება დაგეგმილი მიმართულების შეცვლა, თუმცა, რა თქმა უნდა გვაქვს შემთხვევები როდესაც კვლევების საფუძველზე და ქირურგის ჩართულობით ვცვლით ჩარევის ტიპს პაციენტების სურვილის, ცხოვრების სტილისა და ინტერესების გათვალისწინებით, თანაც ისე, რომ ეს არ ცვლის მისაღებ შედეგს.

– რა რისკებს ვიცილებთ თავიდან სწორად ჩატარებული წინასაოპერაციო კვლევებით?

– პირველი და მნიშვნელოვანია – არ ვავნოთ პაციენტს და არ დადგეს რისკის ქვეშ ჯანმრთელი რქოვანა. ასევე ამ, კვლევების მიზანია, ყველაზე არასასურველი გართულების- ექტაზიის ალბათობა მინიმუმადე დავიყვანოთ.

– მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამოცდილებას და ტექნოლოგიურ რესურსზე მხედველობის ლაზერული კორექციის მიმართულებით.

– ჩვენს კლინიკას ამ მიმართულებით იმდენი წლის გამოცდილება დაუგრივდა რომ პირველად ვიზიტზე პაციენტის გადარჩევა ძირითად შემთხვევაში მარტივად ხდება. ადამიანის ინტელექტუალურ რესურსთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა პაციენტების შეფასება მოვახდინოთ რამდენიმე სახის ტომოგრაფიით, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევენ და ერთი მეორეს ავსებს. ეს ყველაფერი კი ოპერაციის შედეგის სტაბილურობის გარანტი ხდება. ხოლო ლაზერული აპარატების მრავალფეროვნებით კი კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ვეხმარებით, რადგან ნიუჰოსპიტალსში შეგვიძლია აპარატის შესაძლებლობები მოვარგოთ პაციენტის საჭიროებას და არა პირიქით პაციენტი მოვარგოთ აპარატის შესაძლებლობებს.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved