ტყიბულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე „პირველებმა“ ახალი დეტალები გაარკვია.
ცნობილია დაკავებულების ვინაობა – ისინი ლაშა და ნიკა მაწკეპლაძეები არიან.
მოკლული მამასთან ერთად იმყოფებოდა და მიდიოდა სახლში, როდესაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირებმა მას საქმის გარჩევა დაუწყეს.
35 წლის მამაკაცის დაჩეხვას მის ნათლულს, 18 წლის ახალგაზრდას ედავებიან.
ირკვევა, რომ ნათესავებს შორის დაპირისპირების მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.
მინდია მაწეპლაძე ნათლულს და მის მეგობრებს სთხოვდა ნუ დადგებოდნენ ქუჩაში. ეს შენიშვნა ახალგაზრდებმა შეურცხყოფად მიიღეს და კაცს ჩასაფრება მოუწყვეს.
მოკლულის ნათლულის დედა „პიურველებთან“ საუბარში ამბობს, რომ პატრულმა მოჩხუბარი და ნასვამი ბიჭები მიატოვა.
ფაქტს რომ შევხედე არ მინდა ასეთი შვილი მყავდეს. არ გამიზრდია ასეთი. სულ ერთად იყვნენ. დამირეკეს, სამსახურიდან მოვდიოდი, ჩხუბობენო, გზად პატრულიც შემხვდა, მოჩხუბარი ბავშები ასე როგორ მიატოვა. მოვკიდებდი რომელიმეს ხელს, ხომ შეხედა ნასვამი რომ იყვნენ, წავიყვანდი და აღარ მოხდებოდა ასეთი საცოდაობა. ამთ უთქვამთ, ჩვენ შევრიგდითო და წასულან ისინი“. – ამბობს დაკავებული 18 წლის ბიჭის დედა.
გელათის მკვიდრი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 18 წლის ბიჭი, დედამ პოლიციას თავისი ხელით ჩააბარა.
„ერთი გუშინ დაიჭირის, ერთი დედამ ჩააბარა წაიყვანა იმწუთშივე პოლიციაში. მოვკლავ ჩემს შვილს და მეც ჩავჯდები ციხეშიო“. – ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი დაკავებულის ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი სამხედრო სავალდებულოდან სახლში იყო დაბრუნებული, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა.
“ჩემი შვილიშვილი იყო სამხედრო სავალდებულოში, იმ მომენტში იყო სახლში. არავისთან არაფერი ჩხუბი არ მოსვლია და ახლა რა სიკვდილი დაემართა არ ვიცი”. -ამბობს დაკავებულის ბაბუა.
მოკლულის სხეულზე 17 ჭრილობაა ნაპოვნი.
შეგახსენებთ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაში 11 ადამიანი იღებდა მონაწილეობს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი და გამოძება სისხლის სამართლის საქმეზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები