ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პატრიოტთა ალიანსი უსაყვარლესი ხალხია. თანმიმდევრული. პანდემიაც ვერ აშინებთ. დაუღალავად ატარებენ გამოკითხვას შემდეგი კითხვებით: 1. რას ფიქრობთ საქართველოს მიუმხრობლობის პოლიტიკაზე 2. არის თუ არა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების გზით . ჩემი ოთხწევრიანი ოჯახის ორ წევრს დაურეკეს ორი დღის შუალედით გამოსაკითხად–გუშინწინ და დღეს. მაგათ ქოლერა, შავი ჭირი, ცუნამი და მეტეორიც ვერ გააკავებს
კომენტარები