• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პატრიოტი ადამიანებისთვის კობა დავითაშვილი ქვეყანას დააკლდა“ – დღეს კობა დავითაშვილი 52 წლისა გახდებოდა

ალია ავტორი - ალია
15:33 07-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

დღეს კობა დავითაშვილი 52 წლისა გახდებოდა. „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მის ხსოვნას ვრცელ პოსტს უძღვნის:

„დღეს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი მსხვერპლის კობა დავითაშვილის დაბადების დღეა.
კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ ცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს,
ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო თქვა და გააკეთა. სტუდიაში თუ სტუდიის გარეთ, თავისუფლად მოსიარულენი და ჯანმრთელნი დასცინოდნენ, ავადმყოფს უწოდებდნენ და მიშას განადიდებდნენ. ასეთებისთვის მისი წასვლით ნამდვილად არაფერი შეიცვალა … მაგრამ გულისხმიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანებისთვის კობა დავითაშვილი ქვეყანას დააკლდა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მკვლელი რეჟიმის შემოქმედი 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში თავად იყო კანონი, თავად იყო სამართალი, თავად იყო სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და სახალხო დამცველი!
მის მიერ შექმნილი ჯალათების სისტემით საქართველოს 32 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდა. მის სისტემას შეეწირა 745 პატიმარი. ქუჩაში ჩახოცილია 151 ახალგაზრდა. მთელი საქართველო შეძრა სისტემური დანაშაულის პატიმართა წამების კადრებმა.
მისი სისტემის დროს მოკლეს გურამ შარაძე, პატარკაციშვილი, ჟვანია, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი, გენერალი კეკუა, და სხვ.
დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, შეიწირეს კობა დავითაშვილი, (რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს) გია მაისაშვილს ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილის გზას პოლიტიკური ყოვლისშემძლეობიდან ციხის საკნამდე წლები დასჭირდა. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ კანონი საკუთარ ადგილს დაუბრუნდებოდა და მას პასუხს მოსთხოვდა, მაგრამ ასეა ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა და ქართული კანონით გასამართლდა.
ის სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ამ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა. ყოველივე ამის შემდეგ სინანულისა და აღიარების ნაცვლად ის ციხის პირობებში საკნის ფერსა და ლეიბის ხარისხს იწუნებს, მოითხოვს მისმა მომხრეებმა არაკანონიერი მეთოდებით თუნდაც სისხლის ღვრის ფასად კანონისაგან დაიხსნან.
მაქვს კითხვა- რით იმსახურებს ჯალათების რეჟიმის შემქმნელი თავისუფლებას? რით იმსახურებს კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებას? მაინტერესებს და მსურს მოვისმინო მხოლოდ მყარი არგუმენტები. რატომ უნდა გადავდოთ გვერდით ქართული კანონი და ავირჩიოთ თავისუფლება მიშას?!
მაშინ როცა გურამ შარაძისათვის, პატარკაციშვილისათვის, ჟვანიასათვის, თეთრაძისათვის, შავაძისათვის, კრიალაშვილისათვის, დუმბაძისათვის, თელიასათვის, ცინდელიანისათვის, გენერალი კეკუასათვის, კობა დავითაშვილისა და სხვებისთვის რომლებიც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოიშორა, ვერავინ ვეღარაფერს შეცვლის.“
თეგები: თამთა მეგრელიშვილიკობა დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved