სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიმართა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა განუცხადა.
„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს…
სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი”,-განაცხადა მეუფე ვახტანგმა.











კომენტარები