პატიმარი სააკაშვილისა და პრემიერობიდან გაქცეული გახარიას პარტიების ალიანსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარედ კორნელი სალიას არჩევას.
„დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც გიორგი გახარიასა და “ნაცმოძრაობის” კოალიციის არ სჯერა? პოლიტიკურად ვუსამძიმრებ პარტია “საქართველოსთვის” ამომრჩეველს, რომელსაც ეგონა, რომ გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალაა. პატიმარი სააკაშვილისა და პრემიერობიდან გაქცეული გახარიას პარტიების ალიანსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა.წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია დღეს აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. „ქართული ოცნების” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები