• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პასუხი ამ საბოტაჟზე და უზრდელობაზე ერთია – პრეზიდენტი მთავრობას

ალია ავტორი - ალია
17:19 04-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

დღეს უკვე ყველაფრი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა – არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღეს 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენ ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს ოცნება დაკავებულია ჩვენი მომავლის და დღის საბოტაჟით. საბაოტაჟია ერთადერთი სიტყვა რაც მომაფიქრდა.

არა იუსტიციის რეფორმას – მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთო! – საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კი.

არა სანქციებთან შეერთებას – ამ ევროპავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ აუცილებელია, თუ ჩვენთან შემოხვიდე თანამეგობრობაში.

და ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოცაა – ძალიან მაგრები ვართო. არ უნდა ვაწყენიოთ რუსეთს, ეს არის ამ ყველაფრის სარჩული.

არა სამართლიან არჩევნებს – ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო.

არა დიასპორის მონაწილეობას – ვინიცობაა ჩვენები არ იყოსო. შეურაცხყოფაც თან ახლავს, ყოველ “პადიეზდში” ხომ არ გავხსნით საარჩენო უბანსო

არა ქალების უფლებებს და იმ ერთადერთ შესურლებულ რეკომენდაციას რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე. უკან–უკან წავიდეთ და ქალები “ბუტკაშიო”.

არა ანტიკორუფციულ ზომებს, თურმე, არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია, მდიდარი მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები, საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.

არა და არა დეპოლარიზაციას – გამწვავებისკენ იწვევენ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ის ინიცირებული კანონები.

ეს ყველაფერი პირდაირი გამოწვევაა ხალხის, პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებიან ჩვენ გულრწფელ გამოხატულებას, რომ არსებობს ამ გზაზე სიარულის პოლიტიკური ნება.

გამოწვევა რას ემსახურება – არეულობა, დესტაბილიზაცია რომ გამოიწვიოს, ყველა მოინათლოს რადიკალად, ომის პარტიის მომხრედ, უცხოეთის აგენტად – ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგს უკვე გავლილი აქვს წლების წინ, არაფერია ახალი.

ჩვენი საზოგადოება არის მზად ამისათვის, ვერავინ გადაგვახვევინებს გზიდან.

ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე, ამ ძალიან დიდი შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება – პასუხია ერთი და მხოლოდ ერთი – არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის რეალური ციფრები, იცის, რომ  კონსტიტუციური უმრავლესობა – მითია, არსებობს ქვეყნაში უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა.

ჩვენ უნდა გავდიეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაციაა ამისათვის საჭირო, არც პესიმიზმია საჭირო, არც დიდად არეულობა, საჭიროა მომზადება, ყველანი გავიდეთ რამოდენიმე პარტიით ერთი ევროპული დროშის ქვეშ არჩევნებზე. ერთი დროშით გასვლა არ ნიშნავს პარტიების გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას და საზოგადოების გაერთიანებაა.

ამ დროშას დავიჭერ ბოლომდე, ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ევროპულმა საქართველომ გაიმარჯოვს. ვერაფერს იზამს ამ ხრიკებით ოცნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved