• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პასუხად ეს უტიფარი პოზიცია მივიღეთ” – გიგა ბოკერია მთავარ არხზე

ალია ავტორი - ალია
23:11 10-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,278

პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია:

“მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ ამავე საკითხზე მთავარი არხის ეთერში გამართულ დისკუსიას და წამყვანის, ქალბატონი ეკა კვესიტაძის გზავნილებს.

რამაც ყველაზე მეტად გამაოგნა და რაზეც ჩემს მოსაზრებაში ვრცლად ვსაუბრობ, არის თოქ-შოუს ავტორისა და მოწვეული სტუმრების ნაწილის ექსკლუზიური ფოკუსი ე.წ ეთნიკურ კონფლიქტზე და არა რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ქართველების გენოციდზე.

წამყვანი ჯიუტად იმეორებდა ფრაზას, რომ „პირველ რიგში, ჩვენი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ“. ამ საკითხსაც ვრცლად ვეხები ჩემს წერილში.

ამას გარდა, ქალბატონი კვესიტაძის და მთავარი არხის ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებითაც მსურს ჩემი შეფასება გაგიზიაროთ.

უკვე დიდი ხანია, მთავარი არხი დეკლარირებულად და დემონსტრაციულად არ აშუქებს ევროპული საქართველოს აქტივობებს.

ამის შესახებ ღიადაც არაერთხელ შემოგვითვალეს, რომ ჩვენი მწვავე, თუმცა ლეგიტიმური კრიტიკის გამო, ჩვენს პარტიულ პოლიტიკურ აქტივობებს არ გააშუქებენ და მხოლოდ პოლიტიკურ მიმომხილველად მოგვიწვევენ დროგამოშვებით.

საკითხი ეხებოდა მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც ჩვენი კამპანიის „ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ სახელი, ინფორმაცია და მასალები გამოიყენეს, თუმცა ევროპული საქართველო პრინციპულად არცერთი სიტყვით არ ახსენეს, რასაც, ბუნებრივია, ჩვენგან მწვავე შეფასება მოჰყვა.

ხოლო, უკვე ამის პასუხად ეს უტიფარი პოზიცია მივიღეთ.

მთავარი არხი ერთადერთი იყო ოპოზიციურ სატელევიზიო არხებს შორის, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტთან გამართული ჩვენი აქცია საერთოდ არ გააშუქა.

რა თქმა უნდა, არც ჩვენც, არც აფხაზთა კრებას, რომელმაც ეს თემა წლების განმავლობაში აცოცხლა, ისევე როგორც სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს, ამ საკითხზე ექსკლუზივის პრეტენზია არ გვაქვს.

მაგრამ როდესაც ყველამ იცის, რომ ეს კამპანია ჩვენი დაწყებულია და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტიურად ვმუშაობდით ამ თემაზე, ყველაზე მეტი, მათ შორის აქამდე არგასაჯაროვებული მასალები მოვიპოვეთ და არაერთი, ჩემი აზრით, შთამბეჭდავი და რაც მთავარია, შედეგის თვალსაზრისით ეფექტური ღონისძიება გავმართეთ, მათ შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მინიმალური სტანდარტითაც კი, ამ კამპანიის ავტორების მოწვევა დისკუსიაში და მათთვის განსაკუთრებული ტრიბუნის მინიჭებაც, ლოგიკური იქნებოდა.

ამასთან დაკავშირებით, ქალბატონმა კვესიტაძემ ბრძანა, რომ პირადად მე გადაცემაში დაპატიჟებული ვიყავი, რაც მართლაც ასე იყო, მაგრამ, რადგან დროში ვიყავი შეზღუდული, თურმე ამის გამო ჩაიარა გადაცემამ ევროპული საქართველოს და კამპანიის სხვა ავტორების გარეშე.

არც კი ვიცი, ეს განცხადება უფრო უტიფარია თუ კომიკური.

ჩემ გარდა, ამ კამპანიაში არაერთი ადამიანია აქტიურად ჩართული ევროპული საქართველოდან, აფხაზთა კრებიდან და თავისუფლების ინსტიტუტიდან. მხოლოდ თამარ ჩერგოლეშვილი არა, რომელსაც დიდი ხანია აკრძალული აქვს მათ ეთერში გამოჩენა სააკაშვილისა და არხის სარედაქციო პოლიტიკის ავტორთა მწვავე კრიტიკის გამო.

ცხადია, ერთადერთი ლოგიკური მიზეზი, რომლის გამოც კამპანიის ავტორები გადაცემაში ვერ აღმოჩნდნენ იყო არხის სამარცხვინო სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ იმსახურებს შესაბამის შეფასებას”.

“ბოკერიაც გვყავდა დაპატიჟებული. მაგრამ პირობა წაგვიყენა…” – რას წერს ეკა კვესიტაძე

თეგები: გიგა ბოკერიაეკა კვესიტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved