პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბაღდათიდან მამუკა გორგოძე გარდაიცვალა.
ინფორმაციის, პარტიის ადგილობრივი ოფისი ავრცელებს და წერს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის ღირსეული და საამაყო წევრის მამუკა გორგოძის გარდაცვალების გამო.
ის ერთგულებითა და სამშობლოს სიყვარულით ემსახურებოდა მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას.
მამუკა გორგოძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, ბაღდათისთვის, ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.”
კომენტარები